• January

    30

    2025
  • 220
  • 0
ექსკლუზივი სტამბოლიდან – ფიქრები საქართველოზე

ექსკლუზივი სტამბოლიდან – ფიქრები საქართველოზე

,,GEO NEWS”-ის რეგიონალური კორესპონდენტი აჭარიდან, ქრისტინა ჯავახია თურქეთში იმყოფება. იგი ქალაქ სტამბოლში შეხვდა გამორჩეულ კოლორიტს, თურქულ-ქართული მეგობრობის ცოცხალ და განსხეულებულ სიმბოლოს, ცნობილ ორჰან ბერიძეს – სტამბოლის შოთა რუსთაველის კულტურის ცენტრის დამფუძნებელს და ძალიან ცნობილ პიროვნებას ქართველ-თურქთა შორის, რომელთანაც ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა.

ბატონი ორჰანი ქართველი და თურქი ხალხის ურთიერთშეცნობის პროცესს ემსახურება და ამ გზაზე საქართველოს გულწრფელი სიყვარულით დგას. 

ბატონო ორჰან, პირველ რიგში, კმაყოფილებას გამოვხატავ თქვენთან შეხვედრის გამო და საქართველოდან არაერთი თქვენი გულშემატკივრის გულმხურვალე მოკითხვას გადმოგცემთ. მოდით, მოგვიყევით თქვენი და თურქეთში მცხოვრები ქართულების, თქვენი მეგობრების სიახლეების, საქმიანობისა და მოღვაწეობის შესახებ ?

-მოგესალმებით და გეტყვით, რომ ჩვენ, ქართველები, ნახევარი საუკუნის წინ აღმოვჩნდით ამ ქვეყანაში. ჩვენ ჩვენებური მუჰაჯირი ქართველები და ისტორიული ტაო- ლარჯეთის მკვიდრნი ვართ. ბევრ ქალაქში, მაგ: ისეთში, როგორიცაა სტამბოლი, ბურსა, სამსუნი და ა.შ. ჩვენ სათვისტომოები შევქმენით, სადაც ასოციაციები გვაქვს დაფუძნებული და დიასპორისა და საქართველოს სასიკეთოდ ვსაქმიანობთ –  საქართველოს ბურჯი ასოციაციები ვართ.

ჩვენ საქართველო ძალიან გვიყვარს. თურქი-ქართველები სამშობლოსთან კავშირებს ვინარჩუნებთ – მის კულტურასა თუ ენასთან, რა მიზნითაც ორგანიზებული გვაქვს, როგორც ქართული ენის შემსწავლელი კურსები, ისე კულტურულ-შემეცნებითი ხასიათის ღონისძიებები, რის ფარგლებშიც ახლახან სტამბოლის შოთა რუსთაველის კულტურის ცენტრში ფილმი ,,ფესვები” ვაჩვენეთ. 

ამ ცენტრში ჩვენ დედაენის დღესაც აღვნიშნავთ, ასევე 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს.

ჩვენი მიზანი აქ მყოფი ქართველების ცნობიერების ამაღლება და მათი ისტორიული სამშობლოს – საქართველოს თაობაზე ინფორმაციის ხელმისაწვდომობაა, რაც საჭიროა იმისთვის, რომ კარგად ინფორმირებული ვიყოთ და ვიცოდეთ, როგორც წარსულის, ისე აწმყოს შესახებ.

ჩვენ არა მარტო ქართული წარმოშობის თურქეთის მოქალაქეებს, არამედ თურქებსაც უნდა მივაწოდოთ სრულყოფილი ინფორმაცია და ქართულ კულტურასა და ფასეულობებს ვაზიაროთ.

როგორია თქვენი დამოკიდებულება მოზღვავებული ფსევდო-ლიბერალური ფასეულობებისადმი და სექსუალიური უმცირესობების დომინირების თემის მიმართ, რა გესახებათ ამ პრობლემის მოგვარების გზად და გამოსავლად ?

თურქეთი, როგორც საქართველო, საკუთარ უმრავლესობაში კონსერვატიული განწყობებით გამოირჩევა, რადგანაც ჩვენ, როგორც ტრადიციების მოყვარული ერები, არც შეიძლება, რომ ამ ლიბერალური ბაცილით ღრმად დავავადდეთ, ეს ჩვენი ერების გენეტიკურ კოდში, უბრალოდ არ არის.

კარგად მახსოვს პირადად თქვენი აღშფოთება, ქალბატონო ქრისტინა, როდესაც ერთ-ერთი სატელევიზიო ეთერით ქართული ფილმი, რომელშიც ორი მოცეკვავე ბიჭის ინტიმური ურთიერთობა იყო აღწერილი დაგმეთ, რაც ჩვენი კონსერვატიული და ტრადიციული საზოგადოებისთვის სრულიად მიუღებელი მოვლენაა, რის მიმართაც ტოლერანტული ვერასდროს ვიქნებით.

საგულისხმოა, რომ, როგორც ქრისტიანულ, ისე სხვა ძირითად რელიგიებში, განსაკუთრებით კი ყურანში, ასეთი საქციელები – ყოველგვარი გარყვნილება, ყოველთვის ცოდვასთან არის ასოცირებული.

ამ მიმართებით გეგმავთ თუ არა საქართველოს მიმართულებით კულტურულ ღონისძიებებს და სიახლეებს ?

-მე დავწერე წიგნი „საუკუნის სევდა“. მე არც მწერლობაზე და არც პოეტობაზე მაქვს პრეტენზია, მაგრამ ეს საქართველოს სიყვარულმა შემაძლებინა. წიგნი 160 ფურცლიანია, ახლა უკვე მეორეს ვწერ.

ჩვენ ასევე, გვაქვს სხვადასხვა გეგმები საქართველო-თურქეთს შორის ურთიერთობაში გაცვლითი სასწავლო პროგრამების მიმართულებით, აქედან იქით და პირიქით.

ცოტა ხნის წინ იბრაჰიმ გორაძის საღამო გავაკეთეთ და სხვა კულტურულ ღონისძიებებსაც ვგეგმავთ.

ვფიქრობ, ორი ქვეყნის მეგობრობისთვის ჩვენ ბევრი რამ გავაკეთეთ და მომავალში კიდევ უფრო მეტს გავაკეთებთ, რადგან აუცილებელია, თურქეთს ქართული კულტურა და ნიჭი ვაჩვენოთ.

ჩვენი მისიაა ვიყოთ ხიდი ორ ქვეყანას – თურქეთსა და საქართველოს შორის და ეს მისია წარმატებით შევასრულოთ, ჩვენი შვილებისა და შვილიშვილების სასიკეთოდ.

ქრისტინა ჯავახია

ფოტოკოლაჟი:

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor