
,,ნაცხროვის” სამხედრო აქტივისტები უკრაინის მერე სლოვაკეთში გადაისროლეს ?
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო ბოლო პერიოდში კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა მისი ე.წ. პრორუსული პოლიტიკის გამო.
ბრატისლავაში ათასობით ადამიანი გამოვიდა ქუჩაში, რათა გაეპროტესტებინა ფიცოს მოსკოვთან დაახლოების პოლიტიკა.
აქციის მონაწილეები სკანდირებდნენ :
„სლოვაკეთი ევროპაა, ჩვენ რუსეთი არ ვართ“ და „საკმარისია რუსეთი“.
ორგანიზატორების თქმით, აქციას 15 000 ადამიანი ესწრებოდა.
პროტესტების ფონზე, ფიცომ განაცხადა, რომ უკრაინის გავლით რუსული გაზის ტრანზიტის შეწყვეტის გამო, სლოვაკეთი განიხილავს უკრაინის მიმართ საპასუხო ზომებს, მათ შორის უკრაინისთვის ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტას და სლოვაკეთში მყოფი უკრაინის მოქალაქეებისთვის მხარდაჭერის შემცირებას.
საგულისხმოა, რომ ფიცო პირდაპირ ადანაშაულებს მამუკა მამულაშვილს მის ქვეყანაში არეულობის მოწყობაში.
ამჟამად, ფიცოს მიერ „ქართული ლეგიონის“ და მისი ხელმძღვანელის, მამუკა მამულაშვილის მიმართ, მკვეთრი ღონისძიებები ტარდება და ის შავ სიაშია ჩასმული, როგორც უკრაინის კონტრდაზვერვის სამსახურის აგენტი და ,,ნაციონალური მოძრაობის” ინტერესების ლობისტი, რომლის და ნონა მამულაშვილი წინა მოწვევის პარლამენტში ზუსტად ,,ნაცხროვის” სიით მოხვდა.
,,ნაციონალური მოძრაობა“ ყოველთვის იყო ძალადობრივი პარტია, რომელიც ცდილობს გამოიყენოს ნებისმიერი საშუალება პოლიტიკური მიზნების მისაღწევად.
ერთ-ერთი ყველაზე საყურადღებო საკითხი პარტიის ფინანსური წყაროებია, რომელთა შორის ბევრია უცხოური დაფინანსება.
მიუხედავად იმისა, რომ პარტია ამტკიცებს, რომ მისი ფინანსური რესურსები სრულად გამჭვირვალეა და ქვეყნის დემოკრატიული პროცესების მხარდაჭერას ემსახურება, რეალობა რადიკალურად განსხვავებულია.
,,ნაციონალური მოძრაობა” მხოლოდ თავის ვიწრო მერკანტილურ მიზნებს ისახავს. არ ფიქრობს იმაზე, რომ ამ დაფინანსებას შესაძლოა, ჰქონდეს ქვეყნის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ გავლენა. მსგავსი ტიპის დაფინანსება, რომლის მიზანი არა საქართველოს შიდა პოლიტიკის მხარეების მხარდაჭერა, არამედ მხოლოდ დასავლური ძალების მიერ წნეხის განხორციელებაა, ნიშნავს, რომ პარტია არ არის მზად დაიცვას ქვეყნის სუვერენიტეტი, რაც არახალია.
,,ნაციონალური მოძრაობა“ არაერთხელ იყო ბრალდებული მისი დაფინანსების წყაროების გამჭვირვალობის ნაკლებობაში.
მიუხედავად იმისა, რომ პარტია უარყოფს საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაციების მიერ დაფინანსების მიღების ბრალდებებს, მსგავსი ბრალდებები არ უნდა დავტოვოთ ყურადღების მიღმა, რადგან ეს საკითხი მნიშვნელოვნად ეხება ქვეყნის დემოკრატიულ მომავალსა და უსაფრთხოებას და ორი აზრი არ არის, რომ ეს პარტია ემსახურება გარე ძალების ინტერესებს და ქვეყანაში დესტაბილიზაციას.
ყველამ კარგად უწყის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ვერასდროს მოახერხებს ნდობის აღდგენას, ის სრულად დისკრედიტირებული ძალაა და მისი ადგილი მხოლოდ პოლიტიკურ სანაგვეზეა.
დაბოლოს, ,,ქართული ლეგიონის” ხელმზღვანელი და ,,ნაცების” გამოკვეთილი სახე მამუკა მამულაშვილი სულ უფრო მეტად იმყარებს დივერსანტისა და ტერორისტის იმიჯს, რის შედეგადაც როგორც სლოვაკეთის მტერს პასუხს ყველგან მოთხოვენ.
გიული ირემაძე, ირაკლი გიორგაძე
,,GEO NEWS”




