• February

    4

    2025
  • 61
  • 0
მიხეილ ყაველაშვილი – ჩვენს სახელმწიფოს მოუწია დანის პირზე სიარული, იმოქმედა მხოლოდ ეროვნული ინტერესების დაცვით, რამაც მოგვცა შესაძლებლობა, ქვეყანა უპირობო განადგურებისგან გადაგვერჩინა

მიხეილ ყაველაშვილი – ჩვენს სახელმწიფოს მოუწია დანის პირზე სიარული, იმოქმედა მხოლოდ ეროვნული ინტერესების დაცვით, რამაც მოგვცა შესაძლებლობა, ქვეყანა უპირობო განადგურებისგან გადაგვერჩინა

ჩვენს სახელმწიფოს მოუწია დანის პირზე სიარული, გაუძლო არაერთ ზეწოლას და იმოქმედა მტკიცედ, მხოლოდ და მხოლოდ ეროვნული ინტერესების დაცვით, რამაც, საბოლოო ჯამში, მოგვცა შესაძლებლობა, შეგვენარჩუნებინა მშვიდობა და გადაგვერჩინა ქვეყანა უპირობო განადგურებისგან, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.

ყაველაშვილის თქმით, საფრთხე კვლავაც მაღალი იქნება, ვიდრე არ დასრულდება ომი უკრაინაში და არ დასუსტდებიან ქვეყანაში არსებული უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარებელი ჯგუფები.

„ჩვენი ქვეყანა, ბოლო წლების განმავლობაში, განსაკუთრებით უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, არაერთხელ გახდა უსამართლო თავდასხმის სამიზნე. ჩვენს სახელმწიფოს მოუწია დანის პირზე სიარული, გაუძლო არაერთ ზეწოლას და იმოქმედა მტკიცედ, მხოლოდ და მხოლოდ ეროვნული ინტერესების დაცვით, რამაც, საბოლოო ჯამში, მოგვცა შესაძლებლობა, შეგვენარჩუნებინა მშვიდობა და გადაგვერჩინა ქვეყანა უპირობო განადგურებისგან. მნიშვნელოვანია, გვესმოდეს, რომ ჩვენი ქვეყნის განადგურების საფრთხე ჯერ არ გამქრალა, კვლავაც რჩებიან ანტიქართული ძალები, რომლებიც ძალ-ღონეს არ იშურებენ საქართველოს დესტაბილიზაციისთვის. საფრთხე კვლავაც მაღალი იქნება, ვიდრე არ დასრულდება ომი უკრაინაში და კიდევ უფრო არ დასუსტდებიან საქართველოში არსებული უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარებელი ჯგუფები“, – განაცხადა ყაველაშვილმა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor