• February

    15

    2025
  • 57
  • 0
სოზარ სუბარი – კარგი იქნება, აშშ-სთან ურთიერთობების დალაგებაზე ილაპარაკოს ევროკავშირის საგარეო კომისარმა და ნაკლებად მოიცალოს საქართველოს შიდა საქმეებში ჩასარევად

სოზარ სუბარი – კარგი იქნება, აშშ-სთან ურთიერთობების დალაგებაზე ილაპარაკოს ევროკავშირის საგარეო კომისარმა და ნაკლებად მოიცალოს საქართველოს შიდა საქმეებში ჩასარევად

ევროპარლამენტისგან მეექვსე რეზოლუცია ვიხილეთ და როგორი ცარიელი, ფარატინა ქაღალდიც იყო წინა ხუთი, ასე დარჩება ეს მეექვსეც. თუმცა, რა თქმა უნდა, სასიამოვნო არ არის, რადგან ამდენ ტყუილს ისმენს ძალიან ბევრი ადამიანი და ვიღაც შეიძლება იჯერებდეს კიდეც, – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ და პარლამენტის ვიცე-სპიკერმა სოზარ სუბარმა განაცხადა.

მისი თქმით, კარგი იქნება აშშ-სთან ურთიერთობების დალაგებაზე ილაპარაკოს ევროკავშირის საგარეო კომისარმა და ნაკლებად მოიცალოს საქართველოს შიდა საქმეებში ჩასარევად.

„მეორე ცუდი არის ის, რომ ევროკავშირის წინა ხელმძღვანელობაშიც არ იყვნენ ანგელოზები, მაგრამ ახლანდელში გაცილებით ბევრია ისეთი, რომელიც საქართველოს მიმართ უბრალოდ ანტაგონისტურად არის განწყობილი. თუნდაც იგივე კაია კალასი, თუნდაც იგივე კუბილიუსი და ა.შ. კაია კალასი იყო ესტონეთის პრემიერი და მუდმივად საქართველოს აკრიტიკებდა, რადგან ომი არ გამოვუცხადეთ რუსეთს. ასევე, მოგვიწოდებდა, რომ რუსეთისთვის სანქციები დაგვეწესებინა და ა.შ. ამ დროს კი მისი ოჯახი, ქმრის ჩათვლით, დღემდე ვაჭრობს რუსეთთან და მილიონებს აკეთებს. როდესაც მას ამის შესახებ ესტონელმა პარლამენტარებმა ჰკითხეს, გაიკვირვა, არ ვიცოდიო. როცა ასეთი მატყუარა ადამიანი ევროკავშირის ერთ-ერთი მაღალი წარმომადგენელი ხდება, რა თქმა უნდა, მისგან კარგ განცხადებებს არც უნდა ველოდოთ. მაგრამ, რას ვიზამთ, ეს არის რეალობა, რომელსაც უნდა გავუძლოთ და რომელიც აუცილებლად შეიცვლება.

დღეს გაცილებით მძიმე ამოცანები აქვს ევროკავშირს, როცა იგივე ტრამპი მათ ეუბნება, რომ ამორალურად იქცევიან და ევროპულ საქონელს მაღალ ტარიფებს უწესებს. შესაბამისად, კარგი იქნება ამ ურთიერთობების დალაგებაზე ილაპარაკოს ევროკავშირის საგარეო კომისარმა და ნაკლებად მოიცალოს საქართველოს შიდა საქმეებში ჩასარევად“, – აღნიშნა სოზარ სუბარმა.

 

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor