
ბათუმში, მომხდარი მძიმე ტრაგედიის კვალად, ცოტნე ანანიძე შეუფასებელ ადამიანურ დანაკარგსა და ოჯახებისადმი თანადგომაზე საუბრობს
გუშინ, უმძიმესი ტრაგედია დატრიალდა ბათუმში, სადაც ორი მცირეწლოვანი ბავშვი ერთ-ერთ დასახლებაში, წყლით სავსე თხრილში ჩავარდნის შედეგად დაიღუპა.
ამ უმძიმეს ტრაგედიას მთელი საქართველოს მხრიდან თანაგრძნობისა და თანადგომის გამოხატვა მოჰყვა. მომხდარის კონკრეტულ მიზეზებს სათანადო კომპეტენციის მქონე ორგანოები იძიებენ და დარწმუნებული ვართ, ჭეშმარიტება მყისიერად დადგინდება.
,,GEO NEWS” ,,ქართული ოცნების” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრს და ჩვენს განსაკუთრებულად მნიშვნელოვან რესპონდენტს, ბატონ ცოტნე ანანიძეს დაუკავშირდა და მომხდარზე კომენტარის გაკეთება სთხოვა.
–ბატონო ცოტნე, მთელი საქართველო შეძრულია გუშინ მომხდარი მძიმე ტრაგედიით, რომელმაც ორი პატარა ანგელოზის სიცოცხლე წაგვართვა. რას ეტყოდით ბათუმელებსა და სრულად საქართველოს ამ მძიმე ფაქტთან დაკავშირებით ?
-უმძიმესი ტრაგედია შეუფასებელი დანაკარგით, რომელმაც დაგვავიწყა ყველა და ყველაფერი.
ვუსამძიმრებ ოჯახს, ახლობლებს, ნათესავებს, ბათუმსა და სრულიად საქართველოს.
,,GEO NEWS” თანაზიარია ბატონი ცოტნეს ტკივილით გაჯერებული სიტყვებისა, რაც მომხდარი ტრაგედიის მასშტაბსა და სიმძიმეზე მიგვანიშნებს.
გარდაცვლილი პატარა ანგელოზების ახლობლებს სულიერ სიმტკიცესა და მხნეობას ვუსურვებთ და მათთან ერთად ვდგავართ ამ მძიმე დროს.
ირაკლი კერესელიძე
,,GEO NEWS”





