• February

    22

    2025
  • 69
  • 0
მიხეილ ყაველაშვილი – „დიფ სთეითი“, რომელსაც ჩვენ დავარქვით გლობალური ომის პარტია, დაინტერესებული იყო, დიდხანს გაგრძელებულიყო ომი, რასაც ვამბობდით, ტრამპის ადმინისტრაცია ერთი ერთში იმეორებს

მიხეილ ყაველაშვილი – „დიფ სთეითი“, რომელსაც ჩვენ დავარქვით გლობალური ომის პარტია, დაინტერესებული იყო, დიდხანს გაგრძელებულიყო ომი, რასაც ვამბობდით, ტრამპის ადმინისტრაცია ერთი ერთში იმეორებს

ჩვენს ქვეყანას მოუწოდებდნენ, გვთხოვდნენ სანქციებთან შეერთებას, მოხალისეების, იარაღის გაგზავნას, რომ საქართველოს ჩართულიყო ომში, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა აზერბაიჯანული ტელეკომპანიისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

მისი თქმით, რაზეც ხელისუფლება და „ხალხის ძალა“ საუბრობდა, ახლა ტრამპის ადმინისტრაცია ერთი ერთში იმეორებს.

„რეალობით, რაც დღეს გლობალური თვალსაზრისით არის, მხედველობაში მაქვს დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ქმედებები, გამოიკვეთა კონკრეტული ძალები, რომლებიც დაინტერესებული არიან ომით. ჩვენ მუდმივად გვაქვს საუბარი „დიფ სთეითზე“, ჩვენ ამას დავარქვით გლობალური ომის პარტია, რომლის ინტერესიც იყო, რაც შეიძლება დიდხანს გაგრძელებულიყო ეს ომი. ჩვენ თავიდანვე ვსაუბრობდით ამ თემაზე და ახლა ამაზე საუბრობს ტრამპის ადმინისტრაცია. ჩვენს ქვეყანას მოუწოდებდნენ, მეტი აქტიურობა გამოეჩინა ომზე, გვთხოვდნენ სანქციებთან შეერთებას, მოხალისეების გაგზავნას, პირდაპირ იარაღის გაგზავნას, რაც კავშირში იყო, რომ საქართველოს ჩართულიყო ომში. წინა ადმინისტრაციის წარმომადგენლებიც ამ ზეწოლის გზას იმეორებდნენ, დღეს ტრამპის შეხედულებებზე იმიტომ ვისაუბრე, რომ მკაფიოდ არის ხაზი გავლებული, რასაც ჩვენ, ხელისუფლება და „ხალხის ძალა“ ვამბობდით, ერთი ერთში იმეორებს ტრამპის ადმინისტრaცია“, – განაცხადა ყაველაშვილმა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor