• February

    25

    2025
  • 89
  • 0
სტიქია გურიაში – მოსახლეობის დასახმარებლად ხელისუფლება ყველა შესაძლო გზას მიმართავს

სტიქია გურიაში – მოსახლეობის დასახმარებლად ხელისუფლება ყველა შესაძლო გზას მიმართავს

2025 წლის 25 თებერვალს, გურიის რეგიონში დიდთოვლობის შედეგად შექმნილი მძიმე ვითარების გამო, საქართველოს თავდაცვის ძალები ჩაერთვნენ დაზარალებული მოსახლეობის დახმარების პროცესში.

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განკარგულებით, დასავლეთის სარდლობის ქვედანაყოფების სამხედრო მოსამსახურეები სპეციალური ტექნიკით ეხმარებიან ადგილობრივ მოსახლეობას პრობლემების მოგვარებაში. 

გურიაში, განსაკუთრებით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში, თოვლის საფარმა ზოგან 2 მეტრს გადააჭარბა, რამაც გამოიწვია გზების ჩახერგვა, ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტა და საცხოვრებელი სახლების დაზიანება.

მოსახლეობა დახმარებას ითხოვს, განსაკუთრებით იმ სოფლებში, სადაც თოვლის სიმაღლის გამო გადაადგილება შეუძლებელია.

სოციალურ ქსელებში მოქალაქეები აქტიურად ავრცელებენ ინფორმაციას და ითხოვენ სამაშველო ჯგუფების ჩარევას. ამასთან, მოხალისეები სხვადასხვა ქალაქებიდან მიემართებიან გურიაში, რათა დაეხმარონ ადგილობრივ მოსახლეობას.

საქართველოს მთავრობის განცხადებით, თავდაცვის ძალების ჩართვა მიზნად ისახავს სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარებას და შექმნილი პრობლემების სწრაფად მოგვარებას.

ამასთან, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად გურიის რეგიონში ჩავიდა. საქართველოს მთავრობის მეთაურმა ოზურგეთში, გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში საკოორდინაციო შტაბთან შეხვედრას გამართა.

,,ტექნიკა არის სრულად მობილიზებული, რათა ვებრძოლოთ სტიქიის შედეგებს, -ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს გურიის რეგიონში, საკოორდინაციო შტაბის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, სამუშაოებში ჩართულია ინფრასტრუქტურის სამინისტრო, სამაშველო სამსახური და ჯარის ტექნიკა.

„საკმაოდ დიდი ოდენობით სხვადასხვა გაბარიტების ტექნიკა არის მობილიზებული, შესაბამისად, რაც კი რესურსის მოძიება შეიძლებოდა, ყველაფერი არის სრულად მობილიზებული. ჩართულია ინფრასტრუქტურის სამინისტრო, სამაშველო სამსახური, ჩართულია ჯარის ტექნიკა. ტექნიკა არის სრულად მობილიზებული, რათა ვებრძოლოთ სტიქიის შედეგებს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

საქართველოს მთავრობა მოსახლეობის დასახმარებლად ყველა შესაძლო გზას მიმართავს. 

გურიის რეგიონში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია თავდაცვის ძალების ლოგისტიკის სარდლობის შესაბამისი ტექნიკა, კერძოდ, მუხლუხოებიანი და სპეციალური საინჟინრო ტექნიკა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დამატებითი ტექნიკის ტრანსპორტირება ამ დრომდე გრძელდება.

მოამზადა-თამთა მაისურაძემ

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor