• February

    26

    2025
  • 73
  • 0
ირაკლი ქადაგიშვილი – სტიქია არ ჩერდება, განუწყვეტლივ თოვს, ამის პარალელურად სახელმწიფოს მხრიდან ძალისხმევა იზრდებოდა, რეაგირება დროული და ადეკვატური იყო

ირაკლი ქადაგიშვილი – სტიქია არ ჩერდება, განუწყვეტლივ თოვს, ამის პარალელურად სახელმწიფოს მხრიდან ძალისხმევა იზრდებოდა, რეაგირება დროული და ადეკვატური იყო

სტიქია არ ჩერდება, განუწყვეტლივ თოვს, ამის პარალელურად სახელმწიფოს მხრიდან ძალისხმევა იზრდებოდა, რეაგირება დროული და ადეკვატური იყო, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მთავრობის სხდომა როდესაც იმართებოდა, პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ გურიასა და აჭარაში მძიმე ვითარებაა და ყველა ნაბიჯი იდგმება.

„ოპოზიციას, სამწუხაროდ მოკავშირედ უბედური შემთხვევა ან სტიქია ჰყავს. სტიქია ისეთი რამეა, რაც პირდაპირ მართვას და პირდაპირ დაგეგმავს არ ექვემდებარება. იყო თუ არა რეაგირება ადეკვატური და დროული? – რა თქმა უნდა, ადეკვატური იყო. როცა მთავრობის სხდომა იმართებოდა, პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ გურიასა და აჭარაში სტიქიის მიმართულებით მძიმე ვითარება იყო და ყველა ნაბიჯი იდგმებოდა. სტიქია არ ჩერდება, განუწყვეტლივ თოვს. სახელმწიფოს მხრიდან ამის პარალელურად ძალისხმევა იზრდებოდა. გადაწყვეტილება მიღებული იყო თავდაცვის ძალების გამოყვანაზეც“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

 

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor