• February

    26

    2025
  • 54
  • 0
მამუკა მდინარაძე – ძალით პანიკის დათესვა კონტრპროდუქტიულია, ყველაფერს ვაკეთებთ, რაც კი თეორიულის დონეზე მაინც არის შესაძლებელი

მამუკა მდინარაძე – ძალით პანიკის დათესვა კონტრპროდუქტიულია, ყველაფერს ვაკეთებთ, რაც კი თეორიულის დონეზე მაინც არის შესაძლებელი

ძალით პანიკის დათესვა, რაღაცების წერა და კითხვა კონტრპროდუქტიულია, ყველაფერი კეთდება, რაც კი თეორიულის დონეზე მაინც არის შესაძლებელი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

„ფსკერს მიღმაა მათი ლოგიკა და რაღაცების კეთება, თითქოს აწუხებთ. რეალურად კი ვხედავთ, პირდაპირ ეთერში როცა მათი საწინააღმდეგო განცხადების უნებლიეთ წაკითხვა მოუწიათ, წამყვანებს სახე აღარ აქვთ ხოლმე. აღარც მინდა ამაზე ლაპარაკი. ის დროა, როცა საქმეს უნდა მივხედოთ.კიდევ უფრო მაგრად მივხედავთ, ეს ყველაფერი რომ გადაივლის“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მისი თქმით, ყველასთვის, ვისაც სახელმწიფოს დახმარება და შველა სჭირდება, მაქსიმალური კეთდება.

„არის რაღაცა მომენტები და, უკაცრავად ყველასთან ამ შეფერხებისათვის, როცა საათები სჭირდებათ მაშველებს, თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს, რომ ფიზიკურად გაკვალონ გზა და გამოიყვანონ სტიქიის ზონიდან ჩვენი მოსახლეობა. თუკი სადმე შესაძლებელია მძიმე ტექნიკით, ცოცხალი ძალით მისვლა, ყველგან მივდივართ. პრაქტიკულად, შეუძლებელიც არაფერია, საბოლოო ჯამში, დროის ფაქტორია. დროის ფაქტორს თუ გამოვრიცხავთ, ყველგან მივდივართ. ძალით პანიკის დათესვა, ძალით რაღაცების წერა და კითხვა არის აბსოლუტურად კონტრპროდუქტიული. დაველოდოთ. მაქსიმალურად სწრაფ ტემპებში, რაც კი თეორიულის დონეზე მაინც შესაძლებელია, ყველაფერს ვაკეთებთ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor