• April

    29

    2025
  • 143
  • 0
8 წლის ბავშვს სოციალურ ქსელში გამოუგზავნეს პორნოგრაფია – სახელმწიფო, დაიცავი ბავშვები ! 

8 წლის ბავშვს სოციალურ ქსელში გამოუგზავნეს პორნოგრაფია – სახელმწიფო, დაიცავი ბავშვები ! 

საოცარი არსებაა ადამიანი….შეუძლია, ღმერთამდე ამაღლდეს და წარმოიდგინეთ, არათუ, ეშმაკის დონეზე, მასზე დაბლა დაეცეს. ზემოთთქმულის არაერთი დამადასტურებელი არსებობს. მაგალითად, ტაძარში დიდი მარხვის დროს მონაზონმა სანთლის ცეცხლზე შეეცადა კვერცხის შეწვას, რაც ერთმა დიდმა წმინდა მამამ შენიშნა. და აქვე მის წინაშე გაჩნდა შეშინებული ეშმაკი და წმინდა მამას დაუფიცა – მე, ეს მას არ შთავაგონე, თავად გააკეთაო….მართლაც ამაზრზენი ისტორიააა, მაგრამ, რაც მოხდა 28 აპრილს, ჩემი აზრით, უფრო უარესია. 8 წლის ელენიკოს სოციალურ ქსელ ფეისბუკის მესინჯერში ვინმე ნიკუშა ნიკუშამ ჩაუაყარა პორნოგრაფიული მასალები, კომენტარით – ,,ელენიკო, არ მოგწონს” ? ,,არ გინდა გავერთოთ” ? 

აშკარაა, რომ ამ სიბინძურეს ვერ მოისაზრებდა ელენიკოს თანატოლი, არც 18-20 წლის ადამიანი, ამის ჩამდენი, ვფიქრობ, საკმაოდ ზრდასრული 30 წელს გადაცილებული არამზადაა, რომელსაც, შესაძლოა, ელენიკოს ხნის შვილიც ჰყავს, შესაძლოა, არც ჰყავს. საერთოდ, ასეთ სამარცხვინო ქმედებებს სჩადიან გამოცდილი ფსიქოლოგიური დივერსანტები, რომლებიც ემსახურებიან სხვადასხვა ქვეყნების სპეცსამსახურებს, მზად არიან ჩაიდინონ ნებისმიერი ნორმალური ფსიქიკის ადამიანისთვის წარმოუდგენელი დანაშაული, კონკრეტულად, მიღებული ბრძანების განსახორციელებლად გააუპატიურონ საკუთარი მშობელი, შვილიც და თუ მეტი გადაუხადეს დამკვეთიც მიაყოლონ. ერთი სიტყვით, ,,კუპიურების” გამო, საკუთარი განავალიც მიირთვან, რა თქმა უნდა, დამკვეთის თანდასწრებით. არადა, ამ სიბინძურეებმა, ამ საზიზღრობამ ჩვენს წინააღმდეგ თავი იჩინა დაახლოებით 10 თვის წინ – ჩვენი გამოცემის დამფუძნებელს, ქეთევან ხომერიკს გამოუგზავნეს იმავე სოციალურ ქსელში პორნოგრაფიული მასალები, სადაც ვიდეოში გამოხატულ ვიღაც ბანჯგვლიან მამაკაცზე დაჟინებით ურჩევდნენ ქეთის, დაეჯერებინა, რომ, ეს გინდა თუ არა, მისი ყოფილი ქმარი და ჩვენი მედიის ამჟამად ყოფილი იურისტი ირაკლი კერესელიძეა, კომენტარებითაც არაფრით ჩამოუვარდებოდა გუშინწინდელს, ქეთის ურჩევდნენ, რომ ეს პორნო შედევრები ეჩვენებინა ასევე მცირეწლოვანი ქალიშვილისთვის, ლიზისთვის. რა თქმა უნდა, რედაქციამ მყისიერად მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმაართველოს მე-4 სამმართველოს, რომ ამ ყალბი ე.წ. ექაუნთების წარმოშობის დადგენა დაეწყოთ, რაც, სამწუხაროდ, დღემდე ვერ მოახერხეს და ეს, მიუხედავად იმისა, რომ პირადად ჩვენი რედაქცია რუსთაველზე ჭინკების აჯანყების დროს, პოლიციას გმირებს ვუწოდებდით და დღემდე ასე ვფიქრობთ. აღარაფერს ვიტყვით იმ შეურაცხყოფებზე, რასაც ჩვენთვის არ იშურებდნენ სოროსის გაზულუქებული ვირთხები და არა მარტო ისინი.

საკმაოდ გავლენიანი ,,კეთილისმსურველები” გვყავს, მათ შორის არიან ,,ქიზიყელი ბანკირი”, ბატონი ნოდარ ჯავახიშვილი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ბატონი ჯუანშერ ბურჭულაძე, გამოჩენილი ინტრიგანი, ბატონი ზაქარია ქუცნაშვილი და მათი მფარველობის ქვეშ მყოფი თურქი თაღლითი გოქსელ გენჩი, რომელიც საქართველოში ვერ შემოდის, რადგან მასზე გომელაურის უწყებაში, ჩვენი დახმარებით, სახელმწიფო ტენდერებში ყალბი დოკუმენტების დამზადებისა და გამოყენების მიზნით და არა მხოლოდ ამ მუხლით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. თუმცა, ჩვენ გვყავს ,,ნაკლებად გავლენიანი ასევე კეთილმოსურნეები”. მომღერალი ,,ფსიქოლოგი” თათა გიორგობიანი, მისი დედამთილი ,,ბიზნესმენი” ლალი ეგაძე და მათი ყოჩაღი გუნდი. 

მე ჩამოვთვალე ის ადამიანები, რომლებიც აშკარად გვემტერებიან და პირადად, მე, ვერც წარმომიდგენია, რომ თითოეულ მათგანს შეეძლო ამ სიბინძურის ჩადენა, თუმცა, იმასაც არ გამოვრიცხავ, რომ ყველაფერი დასაშვებია. არცაა გამორიცხული, რომ ელენიკოს ,,ფეისბუკ მეგობარმა” ისარგებლა ჩვენი დაპირისპირებით ზემოთ აღნიშნულ ადამიანებთან, რათა მათზე დაგვაეჭვოს, თუმცაღა, წინა დღით წერილი სწორედ თათა გიორგობიანზე და მის მეგობრებზე გამოვაქვეყნეთ.

ჩვენ გვესმის, რომ, სამწუხაროდ, მომრავლდნენ პედოფილები, შეურაცხადი პირები, რომლებიც თავისუფლად დასეირნობენ, რადგან ფსიქიატრიულ კლინიკაში და ციხეებში მათთვის საწოლები არასაკმარისია, ეს გაკეთებულია, როგორც უკვე ვახსენეთ, პროფესიონალი ფსიქოლოგ დივერსანტის მიერ, რომელიც ასრულებს კონკრეტული პირის, ან პირების დავალებას, რადგან ეს ყველაფერი თვეებია მიზანმიმართულად კეთდება.

რა თქმა უნდა, მივმართეთ შსს-ს დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს მე-4 სამმართველოს და მოვითხოვეთ რეაგირება. თავის მხრივ, დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველომ ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტს გადაულოცა საქმე, რადგან არასრულწლოვანთა მიმართ დანაშაული მათი გამოსაძიებელია.

სიმართლე გითხრათ, პირადად, მე, გინდა არ გინდა, სკეპტიკურად ვარ განწყობილი, რომ ამ ყალბი ექაუნთის მისამართს, ბოლოს და ბოლოს, დაადგენენ, ასეთ შემთხვევაში, ნორმალური ადამიანი რჩება მხოლოდ ღმერთის იმედზე. არადა, ღმერთი გვეუბნება – შურისძიება მე მომანდეთ, ასევე ბრძანებს, ვინც ერთ-ერთ ამ მცირეთაგანს, იგივე ბავშვს ზიანს მიაყენებს, უკეთესია არ დაბადებულიყო საერთოდო, ამიტომ ჩემთვის უცნობ ,,კოპროლალს” მოვუწოდებ, ბავშვებს თავი დაანებოს და თუ არ დაანებებს, უახლოეს მომავალში ისეთი უბედურება დაატყდება თავს, რომელზეც მთელი ქვეყანა ისაუბრებს. 

გიორგი კორძაძე

,,GEO NEWS”

 

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor