• May

    6

    2025
  • 226
  • 0
საქართველოს თავდაცვის მინისტრი JTEC- ში ,,ნატო-საქართველოს სწავლება 2025″-ის მიმდინარეობას გაეცნო

საქართველოს თავდაცვის მინისტრი JTEC- ში ,,ნატო-საქართველოს სწავლება 2025″-ის მიმდინარეობას გაეცნო

ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) მრავალეროვნული სამეთაურო-საშტაბო „ნატო-საქართველოს სწავლება 2025“ მიმდინარეობს. დღეს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი სწავლების მიმდინარეობას თავდაცვის ძალების მეთაურთან, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილთან ერთად გაეცნო და სწავლების სხვადასხვა ლოკაცია მოინახულა.

სწავლების ხელმძღვანელმა, JTEC-ის მეთაურმა, პოლკოვნიკმა დავით გაგუამ თავდაცვის უწყების ხელმძღვანელ პირებს სიმულაციების, კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების ცენტრში სწავლების სრული სიტუაციური სურათი წარუდგინა და სწავლების კონტროლის, ინტენსივობისა და მასში გამოყენებული სიმულაციური საშუალებების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

ირაკლი ჩიქოვანი პირველი ქვეითი ბრიგადის შტაბსა და სპეციალური ოპერაციების სარდლობის მართვის ცენტრსაც ესტუმრა. მინისტრი ადგილზე დააკვირდა ქვედანაყოფების წვრთნის პროცესს, რომლებიც სიმულაციური სცენარის მიხედვით, კრიზისებისა და საომარი მოქმედებების მართვასა და კონტროლს ახორციელებენ, ასევე დაქვემდებარებული ქვედანაყოფების მოქმედებათა სინქრონიზაციას უზრუნველყოფენ.

თავდაცვის მინისტრი JTEC-ის შტაბის სამწყობრო მოედანზე გამოფენილ ავტოსატრანსპორტო და სიმულაციურ საშუალებებს გაეცნო. აღნიშნული საშუალებები, კონსტრუქციული, საველე და ვირტუალური სიმულაციური საშუალებების გამოყენებით, საწვრთნელი ქვედანაყოფებისთვის ინტეგრირებული რეალური საწვრთნელი გარემოს შექმნას უზრუნველყოფს.

JTEC-ში ვიზიტის დასასრულს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, გენერალ-მაიორმა ზაზა ჩხაიძემ და სწავლების ხელმძღვანელმა, პოლკოვნიკმა დავით გაგუამ თავდაცვის უწყების ხელმძღვანელ პირებს „ნატო-საქართველოს სწავლება 2025“-ის აღსრულების მხარდაჭერისთვის JTEC-ის სასაჩუქრე დაფები გადასცეს.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor