• May

    15

    2025
  • 56
  • 0
არჩილ გორდულაძე – კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ცდილობს, სახელმწიფო ინსტიტუტებს რეპუტაცია შეულახოს, თან პოლიტიკას შეეფარონ და საკუთარ პასუხისმგებლობას გაექცნენ

არჩილ გორდულაძე – კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ცდილობს, სახელმწიფო ინსტიტუტებს რეპუტაცია შეულახოს, თან პოლიტიკას შეეფარონ და საკუთარ პასუხისმგებლობას გაექცნენ

კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ ინსტიტუციების ჩამოქცევა უნდა, ცდილობენ, სახელმწიფო ინსტიტუტებს რეპუტაცია შეულახონ, თან პოლიტიკას შეეფარონ და საკუთარ პასუხისმგებლობას გაექცნენ, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ყველამ კარგად უნდა დაიმახსოვროს, რომ კანონი მკაცრია და შესასრულებლად სავალდებულო.

„კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ ინსტიტუციების ჩამოქცევა უნდა, მათი გადაწყვეტილება ინსტიტუციური უპატივცემულობაა. წარმოიდგინეთ შემთხვევა, თუ სხვა ბრალდებული გირაოს არ გადაიხდის, რა შედეგი დადგებოდა და სასამართლო აღმკვეთი ღონისძიების შეცვლის თაობაზე იმსჯელებდა, თუ არა? რა თქმა უნდა, იმსჯელებდა, რადგან კანონმდებლობით არის გათვალისწინებული. ზუსტად იგივე მოხდა ოქრუაშვილის შემთხვევაში. ეს ადამიანები ცდილობენ, სახელმწიფო ინსტიტუტებს რეპუტაცია შეულახონ, თან პოლიტიკას შეეფარონ და საკუთარ პასუხისმგებლობას გაექცნენ. ეს ადრეც გაუკეთებიათ და ახლაც იმავეს აგრძელებენ, მაგრამ ყველამ კარგად დაიმახსოვროს, რომ კანონი მკაცრია და შესასრულებლად სავალდებულო, ეს ადამიანი რამდენჯერ გამოჩნდება „ნაცმოძრაობის“ არხებზე“, – განაცხადა არჩილ გორუდლაძემ.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor