• May

    15

    2025
  • 69
  • 0
ანრი ოხანაშვილი საქართველოში თურქეთის ელჩს, ალი ქაან ორბაის შეხვდა

ანრი ოხანაშვილი საქართველოში თურქეთის ელჩს, ალი ქაან ორბაის შეხვდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ანრი ოხანაშვილი საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ალი ქაან ორბაის შეხვდა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა შეხვედრაზე მიმოიხილეს საქართველოსა და თურქეთს შორის უსაფრთხოების სფეროში არსებული მტკიცე პარტნიორული ურთიერთობა და ისაუბრეს ამ მიმართულებით სტრატეგიული თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებზე.

შეხვედრისას ანრი ოხანაშვილმა და ალი ქაან ორბაიმ ყურადღება გაამახვილეს უსაფრთხოების თვალსაზრისით რეგიონში არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე.

ამასთან, თურქეთის რესპუბლიკის ელჩმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor