• May

    26

    2025
  • 63
  • 0
ირაკლი ჩიქოვანი – მთელ საქართველოს ვულოცავ დამოუკიდებლობის დღეს, ეს არის დღე, რომელიც გვაერთიანებს, ეს დღე არის სახელმწიფოს თავისუფლების, სუვერენიტეტისათვის ბრძოლის სიმბოლო

ირაკლი ჩიქოვანი – მთელ საქართველოს ვულოცავ დამოუკიდებლობის დღეს, ეს არის დღე, რომელიც გვაერთიანებს, ეს დღე არის სახელმწიფოს თავისუფლების, სუვერენიტეტისათვის ბრძოლის სიმბოლო

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა სრულიად საქართველოს მიულოცა დამოუკიდებლობის დღე. მინისტრმა თავისუფლების მოედანზე ღონისძიების დაწყებამდე მედიის წარმომადგენლებთან 26 მაისის ღონისძიების ტრადიციაზე ისაუბრა.

მისი განცხადებით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ყველას აერთიანებს.

„მთელ საქართველოს ვულოცავ დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს, ეს არის დღე, რომელიც გვაერთიანებს. ეს არის დღე, რომელიც არის ჩვენი სამშობლოს, სახელმწიფოს თავისუფლებისა და სუვერენიტეტისათვის ბრძოლის სიმბოლო“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

როგორც ირაკლი ჩიქოვანმა აღნიშნა, თავდაცვის სამინისტრო 26 მაისს, ტრადიციულად, რეკრუტების მიერ სამხედრო ფიცის დადების ცერემონიით ხვდება.

„რეკრუტებისთვის ეს არის უმნიშვნელოვანესი დღე“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

ჩიქოვანმა ასევე აღნიშნა, რომ ღონისძიებაში თავდაცვის ძალების აბსოლუტურად ყველა სახეობა მონაწილეობს, ასევე მოეწყობა თავდაცვის ძალების შეიარაღებაში არსებული ტექნიკისა და სამხედრო აღჭურვილობის გამოფენები.

ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, საქართველო საკუთარი დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან ყოველდღიურად ცდილობდა, დაახლოებოდა საკუთარ ისტორიულ ადგილს, ევროპულ ოჯახს.

„დარწმუნებული ვარ, იმ გეგმებით, რომელიც გვაქვს, აუცილებლად შევძლებთ, დავიმკვიდროთ საკუთარი ადგილი ევროპულ ოჯახში და, რა თქმა უნდა, ეს მოხდება ერთიანი სახელმწიფოს პირობებში. დარწმუნებული ვარ, უკეთესი ერთიანი მომავლის თანაშემოქმედნი იქნებიან ჩვენი აფხაზი და ოსი დები და ძმები“, – აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.

მინისტრის განცხადებით, დღეს ყველას განწყობა განსაკუთრებულად ამაღლებული და საზეიმოა.

„დღეს მართლაც ყველას ამაღლებული, საზეიმო განწყობა აქვს და უკვე რამდენიმე სამხედრომ ხელიც სთხოვა რჩეულს და საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს საფუძველი ჩაეყარა ახალ ოჯახებს“, – განაცხადა ჩიქოვანმა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor