• June

    23

    2025
  • 133
  • 0
ირაკლი კობახიძე – კომისიაზე არმისვლა არის მძიმე სამართალდარღვევა, არაერთ ქვეყანაში სანქცია უფრო მკაცრია, „დიფ სთეითი“ არ ღელავს თავისი აგენტების ბედზე, ხანდახან ურჩევნიათ კიდეც, ციხეში ჰყავდეთ

ირაკლი კობახიძე – კომისიაზე არმისვლა არის მძიმე სამართალდარღვევა, არაერთ ქვეყანაში სანქცია უფრო მკაცრია, „დიფ სთეითი“ არ ღელავს თავისი აგენტების ბედზე, ხანდახან ურჩევნიათ კიდეც, ციხეში ჰყავდეთ

საპარლამენტო გამოძიება არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი. შესაბამისად, როდესაც უპატივცემულობაა გამოხატული საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის მიმართ, ამას ნებისმიერ ქვეყანაში უპირისპირდება სათანადო სანქციები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

პრემიერის თქმით, ეს სანქციები ბევრ ქვეყანაში არის ბევრად მკაცრი, ვიდრე საქართველოში.

„ჩვენთან მაქსიმალური სასჯელი არის ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა. როდესაც საგამოძიებო კომისიაზე არ მიდიხარ, ეს არის მძიმე სამართალდარღვევა თავისი შინაარსით. შესაბამისად, მას აქვს დანაშაულის კვალიფიკაცია. არის არაერთი ევროპული ქვეყანა, სადაც სანქცია კიდევ უფრო მკაცრია ასეთ სამართალდარღვევასთან დაკავშირებით. ჩვენს შემთხვევაში არის ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა. „დიფ სთეითი“ საერთოდ არ ღელავს თავისი აგენტების ბედზე. მათ ხანდახან ურჩევნიათ კიდეც, ციხეში ჰყავდეთ საკუთარი აგენტები – ეს ძალიან ტრაგიკული და სამწუხარო მოვლენაა“, – განაცხადა პრემიერმა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor