• June

    27

    2025
  • 78
  • 0
საქართველოს პარლამენტი რიგგარეშე სხდომებს გამართავს

საქართველოს პარლამენტი რიგგარეშე სხდომებს გამართავს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ქვეყნის პრეზიდენტს, მიხეილ ყაველაშვილს რიგგარეშე სხდომის მოწვევის თხოვნით მიმართავს.

ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის საგაზაფხულო სესიის დახურვის დროს განაცხადა.

მისი თქმით, რიგგარეშე სხდომის მოწვევის მიზანი პრემიერ-მინისტრის ინიციატივების განხილვა და მიღებაა, რომელიც ნაკოდანაშაულთან ბრძოლას უკავშირდება.

„საგაზაფხულო სესია ბოლოს უახლოვდება, ამავე დროს მიმდინარე კვირას პრემიერ-მინისტრის მხრიდან გაჟღერდა ინიციატივები ნარკოდანაშაულთან ბრძოლასთან დაკავშირებით. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა დაადასტურა პარლამენტის მზაობა, რომ ეს ინიციატივები პარლამენტმა განიხილოს და მიიღოს. ამიტომ ვაპირებ, მივმართო საქართველოს პრეზიდენტს, მოიწვიოს რიგგარეშე სესია მომავალ კვირას, სავარაუდოდ, 1-2 ივლისს გვექნება რიგგარეშე სესიის ფარგლებში სხდომები. რაც შეეხება დღევანდელ დღეს, ივნისის ბოლო პარასკევია და სრულდება საგაზაფხულო სესია. შესაბამისად, საქართველოს კონსტიტუციის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე პარლამენტის საგაზაფხულო სესიას დახურულად ვაცხადებ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor