• July

    3

    2025
  • 133
  • 0
გურამ მაჭარაშვილი – ეუთო/ოდირ-ს თავს დაესხნენ, როგორ დაწერა ის რეალობა, რაც საქართველოში არჩევნებზე მოხდა, მათი დასკვნა არ აინტერესებდათ, ბიბლია არ არისო, ახლა გახდა საჭირო ორგანიზაცია

გურამ მაჭარაშვილი – ეუთო/ოდირ-ს თავს დაესხნენ, როგორ დაწერა ის რეალობა, რაც საქართველოში არჩევნებზე მოხდა, მათი დასკვნა არ აინტერესებდათ, ბიბლია არ არისო, ახლა გახდა საჭირო ორგანიზაცია

ვისაც უნდოდა, რეალობა დაენახა, დაინახა და თქვა, რომ საქართველოში კონკურენტუნარიანი არჩევნები ჩატარდა, –  ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ხელისგულზე დევს, სად როგორი არჩევნები ტარდება და ყველამ იცის, სად რა განწყობებია.

„ვისაც უნდოდა, რეალობა დაენახა, დაინახა და თქვა, რომ საქართველოში კონკურენტუნარიანი არჩევნები ჩატარდა. არაფერს ვამბობ ეუთო/ოდირ-ზე, რომელსაც თავს დაესხნენ იმის გამო, როგორ თუ რეალობა დაწერა, რაც საქართველოში მოხდა. ამბობდნენ, რომ ეუთო-ს დასკვნა არ აინტერესებთ, რადგან ბიბლია არ არის. რატომღაც ახლა ეუთო საჭირო ორგანიზაცია გახდა. ე.წ. კრიტიკა, რომელსაც ევროპარლამენტარებს ალაპარაკებენ, ფასიან განცხადებებს რომ აკეთებინებენ, ეს უკვე არაფერს ეფუძნება. ევროპაში ამ სიყალბის მათივე საზოგადოებას არ სჯერა, რადგან ხელისგულზე დევს, სად როგორი არჩევნები ტარდება და ყველამ იცის, სად რა განწყობებია“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor