• July

    3

    2025
  • 77
  • 0
გია ვოლსკი – ოპოზიციის მიზნები და გარედან შემოსული ინსტრუქტაჟი არ შეცვლილა, უბრალოდ საკუთარი მიზნის მისაღწევად ზოგს – ბოიკოტი და საბოტაჟი, ზოგს კი არჩევნების გზა მიაჩნია

გია ვოლსკი – ოპოზიციის მიზნები და გარედან შემოსული ინსტრუქტაჟი არ შეცვლილა, უბრალოდ საკუთარი მიზნის მისაღწევად ზოგს – ბოიკოტი და საბოტაჟი, ზოგს კი არჩევნების გზა მიაჩნია

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი აცხადებს, რომ ოპოზიციას საერთო მიზნები აქვს, თუმცა შესაძლოა, განსხვავებულად ხედავდნენ ამ მიზნების განხორციელების გზას.

ვოლსკის თქმით, ოპოზიცია გარედან მიღებული ინსტრუქტაჟით მოქმედებს.

„ოპოზიცია დაკარგულია სივრცეში. მათთვის პოლიტიკური სივრცე არ არსებობს. აქვთ ერთადერთი სცენარი – რომელიც საქართველოში არ დაწერილა – როგორმე ისეთი სიტუაცია შეიქმნას, რაც რუსეთის ძალების დივერსიფიკაციას მოახდენს და ევროპის მიმართულება შერბილებული იქნება რუსეთის შესაძლო აგრესიის შემთხვევაში. ეს არის იდეა და აზრი. მამუკა ხაზარაძეს და სხვებს მიაჩნიათ, რომ ამ აზრის განხორციელება არჩევნების გზით შეიძლება. დიდი შეცდომაა დაშვებული, რომ მანდატები არ გამოიყენეს. ზოგს მიაჩნია, რომ საკუთარ მიზანს ბოიკოტით და საბოტაჟით მიაღწევს. მათ შორის სხვაობა ეს არის, თორემ არც მიზანი, არც იდეა და გარედან შემოსული ინსტრუქტაჟი არ შეცვლილა. ვიხილეთ კიდეც ეს ევროპარლამენტის რეზოლუციაში“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor