• July

    3

    2025
  • 53
  • 0
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა მოუწოდებს სირიის მთავრობას, გააუქმოს აფხაზეთისა და ცხინვალის „დამოუკიდებლობის“ აღიარება და აღიაროს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა მოუწოდებს სირიის მთავრობას, გააუქმოს აფხაზეთისა და ცხინვალის „დამოუკიდებლობის“ აღიარება და აღიაროს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა პორტოს დეკლარაციით, მოუწოდებს სირიის მთავრობას, „გააუქმოს საქართველოს რეგიონების – აფხაზეთისა და ცხინვალის, ასევე უკრაინის დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების „დამოუკიდებლობის“ აღიარება და აღიაროს საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა“.

ამასთან, დეკლარაციის თანახმად, „ასამბლეა უარყოფს ნებისმიერ მცდელობას, ლეგიტიმურობა მიანიჭოს რუსეთის ფედერაციის კონტროლის ქვეშ მყოფ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ჩატარებულ „არჩევნებს“, მათ შორის 2025 წლის 2 მარტს აფხაზეთში ჩატარებულ „საპრეზიდენტო არჩევნებს“, რომლებიც არ არის აღიარებული საერთაშორისო სამართლის მიერ და წარმოადგენს პირდაპირ გამოწვევას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის“.

პორტოს დეკლარაციაში ასევე აღნიშნულია, რომ „ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის 2008 წლიდან მიმდინარე ოკუპაციის გამო, რაც ძირს უთხრის რეგიონულ უსაფრთხოებას და მოუწოდებს ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების სრულად განხორციელებისკენ, მათ შორის რუსეთის ფედერაციის ძალების კონფლიქტამდელ პოზიციებზე დაუყოვნებლივ გაყვანისკენ, დაზარალებულ რაიონებში ჰუმანიტარული დახმარების შეუფერხებელი წვდომისკენ, იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნებისა და ჟენევის მოლაპარაკებებში კონსტრუქციული ჩართულობისკენ“.

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ პორტოს დეკლარაციაში ცალკე თავი ეთმობა საქართველოს შესახებ რეზოლუციას.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor