• July

    4

    2025
  • 71
  • 0
მარიამ ქვრივიშვილი – პრემიერმა კერძო სექტორს გააცნო ქვეყნის ეკონომიკის განვითარების გეგმები, ვიმსჯელეთ საერთო სამუშაო პროცესებზე, რომ ჩვენ ვართ ღია თანამშრომლობისთვის

მარიამ ქვრივიშვილი – პრემიერმა კერძო სექტორს გააცნო ქვეყნის ეკონომიკის განვითარების გეგმები, ვიმსჯელეთ საერთო სამუშაო პროცესებზე, რომ ჩვენ ვართ ღია თანამშრომლობისთვის

პრემიერ-მინისტრმა ბიზნესის წარმოამდგენლებს გააცნო ქვეყნის ეკონომიკის განვითარების შემდგომი გეგმები, მათ შორის, დაგეგმილი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა ირაკლი კობახიძისა და ბიზნესმენების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ქვრივიშვილის შეფასებით, შეხვედრა ნაყოფიერი იყო, იმსჯელეს საერთო სამუშაო პროცესზეც.

„ნაყოფიერი შეხვედრა შედგა კერძო სექტორის წარმომადგენლებთან, რომლებიც წარმოადგენენ ჩვენი ქვეყნის მნიშვნელოვან სექტორებს. პრემიერ-მინისტრმა მათ გააცნო ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარების შემდგომი გეგმები, ხედვები, ისევე, როგორც მსხვილი ინფრასტრუქტურული გეგმური პროექტები, რომელთაც უმნიშვნელოვანესი როლი აქვთ და ექნებათ ჩვენი ქვეყნის შემდგომი ეკონომიკური განვითარების გზაზე.

ამავდროულად, ჩვენ ვიმსჯელეთ საერთო სამუშაო პროცესებზე, რომ ჩვენ ვიქნებით და ვართ ღია კერძო სექტორთან თანამშრომლობის, კომუნიკაციის კუთხით. დარწმუნებული ვართ, საერთო ძალისხმევით, ერთობლივად შევძლებთ, ახალ პროექტებს ჩავუყაროთ საფუძველი, რომელიც ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას“, – განაცხადა ქვრივიშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდა. შეხვედრას ბიზნესის სხვადასხვა სფეროს 80-ზე მეტი წარმომადგენელი დაესწრო.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor