• July

    8

    2025
  • 65
  • 0
დავით მათიკაშვილი – რეზოლუცია ჰაერში მუშტების ქნევად იქნება საზოგადოების მიერ შეფასებული, ერთხელ და სამუდამოდ გაიგონ, რომ მსგავსი მეთოდებით ქართულ საზოგადოებაზე ზეწოლა არ ჭრის

დავით მათიკაშვილი – რეზოლუცია ჰაერში მუშტების ქნევად იქნება საზოგადოების მიერ შეფასებული, ერთხელ და სამუდამოდ გაიგონ, რომ მსგავსი მეთოდებით ქართულ საზოგადოებაზე ზეწოლა არ ჭრის

ევროპარლამენტის რეზოლიციებს არანაირი ფასი და ღირებულება არ აქვთ, რადგან ობიექტურობისგან დაცლილია, რეზოლუციის მიკერძოებული ტექსტი ერთ რამეზე მეტყველებს, რომ ამ რეზოლუციას სიმართლესთან არანაირი კავშირი არ აქვს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, რეზოლუცია კიდევ ერთი დასტურია, რომ ევროკავშირის ბიუროკრატია ჩამოცილებულია იმ ღირებულებებს, რაზეც თავის დროზე ევროკავშირი შეიქმნა.

„უკვე მერამდენე მცდელობაა, რომ ქართველ რადიკალებს მიეცეს პოლიტიკურ პროცესში ყოფნის და დარჩენის საშუალება იმ ცრუ რეზოლუციებით, რომელსაც ევროპარლამენტი იხილავს. კიდევ ერთი მცდელობაა, რომ სრული ტყუილი, რასაც ქალბატონი რასა ცდილობს, საზოგადოებას შეასაღოს და ამ ტყუილზე აპელირებით ქართველ ხალხზე ძალმომრეობა განხორციელდეს, პირველი შემთხვევა არ არის. ამ რეზოლიციებს არანაირი ფასი და ღირებულება არ აქვთ, რადგან ობიექტურობისგან დაცლილია, ამ რეზოლუციის მიკერძოებული ტექსტი მხოლოდ ერთ რამეზე მეტყველებს, რომ ამ რეზოლუციას სიმართლესთან არანაირი კავშირი არ აქვს. კიდევ ერთი დასტურია, რომ ევროკავშირის ბიუროკრატია ჩამოცილებულია იმ ღირებულებებს, რაზეც თავის დროზე ევროკავშირი შეიქმნა, ასახავს მათი ელიტის ძალიან მძიმე ვითარებას, რაც გულისხმობს პოლიტიკურ კორუფციას და სხვა მიუღებელ  მოცემულობას“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

მისი თქმით, რამდენჯერ უნდა მოისმინოს ქართულმა საზოგადოებამ, რომ მიხეილ სააკაშვილი ციხიდან უნდა გათავისუფლდეს,  დამნაშავე პიროვნებამ, რომელზედაც სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ მხილებულია სისტემურ დანაშაულში.

„მიუღებელია სააკაშვილის გათავისუფლებას როდესაც ითხოვენ. ამ რეზოლუციებს როგორც აქამდე არ ჰქონდა არანაირი ღირებულება, ჰაერში მუშტების ქნევად იქნება ჩვენი სახელმწიფოს და საზოგადოების მიერ შეფასებული. ველოდებით, რომ ერთხელ და სამუდამოდ ევროკომისია და ევროპარლამენტი გაიგებს და შეიგნებს, რომ მსგავსი მეთოდებით ზეწოლა ქართულ საზოგადოებაზე, ძალმომრეობა არ ჭრის. ჩვენი საზოგადოების მცდარ პროცესებში გახვევა, მცდელობა, რომ ევროპიდან აქ ვინმეს თვალი აუხვიონ, შეცდომაში შეიყვანონ და საკუთარ მიზნებს მიაღწიონ რადიკალიზმის წახალისებით – არ გამოდის. ეს ყველაფერი უშედეგოა“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

მისი თქმით, რასა იუკნევიჩიენე საქართევლოში არსებული კრიმინალური პოლიტიკური დაჯგუფების, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ჰქვია, ძალიან დიდი და ერთგული მეგობარია.

„გასაგებია, რომ ერთ დროს დემოკრატიის შუქურად მონათლული სადისტური მეთოდებით საკუთარ ქვეყანაზე მოძალადე მიხეილ სააკაშვილი ასევე ამ ქალბატონის მეგობარია, მაგრამ ამ ქალბატონმა უნდა გაიგოს, რომ საქართველოში მიხეილ სააკაშვილის მეგობრები იმდენად მცირე და მიზერულია, რომ მის პოლიტიკურ აღვირახსნილობას, რასაც 2012 წლამდე ჩადიოდა საქართველოში, განმეორება აღარ უწერია. ამ რეზოლუციაში რას ჩაწერს და რა სანქციებს მოითხოვს, ეჭვი მაქვს, ევრობიუროკრატების საქმიდან და საქციელიდან გამომდინარე, ეს სანქცირება ევრიკავშირის შიგნით შემოუტრიალდეთ, იმ პროცესების გათვალისწინებით, რაც ცალკეული ევრობიუროკრატის მიმართ ბრიუსელში მიმდინარეობს“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor