• August

    7

    2025
  • 47
  • 0
„ბლუმბერგი“ – ტრამპი მიიჩნევს, რომ პუტინმა, შესაძლოა, დაიწყოს სამშვიდობო მოლაპარაკებები ტერიტორიების გაცვლის საკითხის განხილვის სანაცვლოდ

„ბლუმბერგი“ – ტრამპი მიიჩნევს, რომ პუტინმა, შესაძლოა, დაიწყოს სამშვიდობო მოლაპარაკებები ტერიტორიების გაცვლის საკითხის განხილვის სანაცვლოდ

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ რუსეთის ლიდერმა, ვლადიმერ პუტინმა, შესაძლოა, დაიწყოს სამშვიდობო მოლაპარაკებები ტერიტორიების გაცვლის საკითხის განხილვის სანაცვლოდ, – ამის შესახებ „ბლუმბერგი“ წერს.

სააგენტოს ცნობით, ტრამპი მიიჩნევს, რომ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შანსები არსებობს და ამის შესახებ მან ევროპელ ლიდერებს სატელეფონო საუბრისას უთხრა. ევროპელ ლიდერებთან საუბარი მოსკოვში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის ვიზიტის შემდეგ შედგა.

აღნიშნულ ინფორმაციაზე კომენტარი არ გაკეთებულა, თუმცა რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვმა განაცხადა, რომ რუსეთმა ამერიკელებისგან საკმაოდ მისაღები წინადადება მიიღო.

კრემლში ასევე ადასტურებენ, რომ დონალდ ტრამპის და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა უახლოეს დღეებში შედგება.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor