• August

    9

    2025
  • 54
  • 0
ცესკო-ში აცხადებენ, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „კოალიციამ ცვლილებებისთვის“ არჩევნებში მონაწილეობაზე განაცხადი არ გააკეთეს, რის გამოც საარჩევნო ნომრები არ შეუნარჩუნდებათ

ცესკო-ში აცხადებენ, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „კოალიციამ ცვლილებებისთვის“ არჩევნებში მონაწილეობაზე განაცხადი არ გააკეთეს, რის გამოც საარჩევნო ნომრები არ შეუნარჩუნდებათ

ცესკო-ში აცხადებენ, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „კოალიციამ ცვლილებებისთვის“ არჩევნებში მონაწილეობაზე განაცხადი არ გააკეთეს, რის გამოც საარჩევნო ნომრები არ შეუნარჩუნდებათ.

როგორც ცესკო-ს იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა, გიორგი სანტურიანმა განაცხადა, რიგითი ნომრის შენარჩუნების უფლება შვიდ პოლიტიკურ პარტიას ჰქონდა, თუმცა ორმა, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „კოალიციამ ცვლილებებისთვის“ ცესკო-ს თავმჯდომარეს არჩევნებში მონაწილეობის მიზნით არ მომართა, ამდენად, რიგითი ნომერი მხოლოდ ხუთ გაერთიანებას შეუნარჩუნდა.

მისივე თქმით, წილისყრით რიგითი ნომრები 12 პოლიტიკურ გაერთიანებას უნდა მიენიჭოს, აქედან გამომდინარე, დაწყებული ერთიდან, გაგრძელებული ყველა თავისუფალი ნომერი მოხვდება დოლურაში და გათამაშდება.

„საარჩევნო კანონმდებლობა ითვალისწინებს რიგითი ნომრების შენარჩუნების შესაძლებლობას. ამასთან, იმ პოლიტიკურ გაერთიანებებს, რომლებსაც ამგვარი უფლებამოსილება არ გააჩნიათ, რიგითი ნომერი უნდა მიენიჭოთ წილისყრით. რიგითი ნომრის შენარჩუნება დამოკიდებულია რამდენიმე ფაქტორზე. პირველი, უნდა არსებობდეს ამგვარი უფლებამოსილება; მეორე, პოლიტიკურ გაერთიანებას უნდა მოემართა არაუგვიანეს 17 ივლისისა; მესამე, ვიდრე  გაიმართება წილისყრის პროცედურა, პოლიტიკურ გაერთიანებას უნდა მოემართა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისთვის არჩევნებში მონაწილეობის მიზნით.

ამგვარი უფლებამოსილება მთლიანობაში შვიდ პოლიტიკურ გაერთიანებას ჰქონდა, თუმცა ორმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ, 8 აგვისტოს მონაცემებით, ცესკო-ს თავმჯდომარეს არ მომართა. აქედან გამომდინარე, რიგითი ნომერი შეუნარჩუნდა მხოლოდ ხუთ პოლიტიკურ გაერთიანებას. იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რომ წილისყრით რიგითი ნომრები უნდა მიენიჭოს სულ 12 პოლიტიკურ გაერთიანებას, დაწყებული ერთიდან, გაგრძელებული ყველა თავისუფალი ნომერი მოხვდება დოლურაში და გათამაშდება“, – განაცხადა სანტურიანმა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor