• August

    15

    2025
  • 65
  • 0
ირაკლი კობახიძე – იმედი გვაქვს, რომ ტრამპისა და პუტინის მოლაპარაკებები მშვიდობის დამყარებით დასრულდება, მინდა, უკრაინას და მთლიანად ევროპის კონტინენტს ვუსურვო მშვიდობა

ირაკლი კობახიძე – იმედი გვაქვს, რომ ტრამპისა და პუტინის მოლაპარაკებები მშვიდობის დამყარებით დასრულდება, მინდა, უკრაინას და მთლიანად ევროპის კონტინენტს ვუსურვო მშვიდობა

იმედი გვაქვს, რომ ეს მოლაპარაკებები საბოლოო ჯამში მშვიდობის დამყარებით დასრულდება. მე მინდა უკრაინას და მთლიანად ევროპის კონტინენტს ვუსურვო მშვიდობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს სურამის შემოვლითი გზის გახსნის ღონისძიების დასრულების შემდეგ განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, მშვიდობის დარღვევამ ძალიან მძიმე შედეგები მოუტანა რეგიონს, განსაკუთრებით, ევროპის კონტინენტს.

„ჩვენთვის მთავარია, დამყარდეს მშვიდობა ჩვენს რეგიონში. მშვიდობის დარღვევამ ძალიან მძიმე შედეგები მოუტანა ჩვენს რეგიონს, განსაკუთრებით, ევროპის კონტინენტს. ეს არის პოლიტიკური და ეკონომიკური პრობლემები. ჩვენთვის მთავარია, დამყარდეს მშვიდობა. უკრაინისთვის და უკრაინელი ხალხისთვის არის პირველ რიგში მნიშვნელოვანი მშვიდობის დამყარება. იმედი გვაქვს, რომ ეს მოლაპარაკებები, საბოლოო ჯამში, მშვიდობის დამყარებით დასრულდება. მე მინდა, უკრაინას და მთლიანად ევროპის კონტინენტს ვუსურვო მშვიდობა“, – განაცხადა პრემიერმა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor