• September

    2

    2025
  • 194
  • 0
,,GEO NEWS”-ის განცხადება !

,,GEO NEWS”-ის განცხადება !

უკვე ყოველგვარ ზღვარს გადავიდნენ ცილისმწამებლურ ბრალდებებში თითქოსდა, ,,GEO NEWS” კრემლიდან ფინანსდება და ჩვენი დამფუძნებელი, ქეთევან ხომერიკი რუსეთუმეა. მიუხედავად იმისა, რომ უსაფუძვლო ბრალდებების დასასაბუთებლად არასდროს არავითარი მტკიცებულება წარმოდგენილი არ ყოფილა, ჩვენი მკითხველის მიმართ განსაკუთრებული პატივისცემის გათვალისწინებით, საჯაროდ განვმარტავთ, რომ არასდროს დაფუძნების დღიდან ,,GEO NEWS”, არც ღიად და არც ფარულად რუსეთიდან არავითარი დაფინანსება არ მიუღია. 

,,GEO NEWS” საკუთარ დაფინანსებას ყოველთვის ღებულობდა ( ღებულობს ) ლეგიტიმური და ქართული წყაროებიდან. ზოგჯერ ეს იყო შემოწირულობის სახით ქართული ბიზნესისაგან და უმეტეს შემთხვევაში, ეს ხდებოდა სარეკლამო ხელშეკრულებების საშუალებით, რომლის შედეგიც – სათანადო ბრენდების ბანერები ყოველთვის ღიად ჩანდა და ჩანს ,,GEO NEWS”-ის გვერდზე. ამ მიმართებით იმდენად გახსნილები ვართ, რომ არა მარტო ბიზნეს პარტნიორები, არამედ კეთილგანწყობილი მეგობრებიც გავხდით მათთან. შესაბამისად, გვსურს გულწრფელი მადლობა გადავუხადოთ მათ მშვიდობის პოლიტიკის მხარდამჭერი, სწორი ღირებულებების მქონე ქართული მედია-პლატფორმის და ზოგადად საქართველოში თავისუფალი სიტყვის მხარდაჭერისათვის.

პერსონალური მადლობა ორმხრივი ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტს ( გრუნი ) და დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრს. 

,,GEO NEWS” ხაზგასმით აფრთხილებს ყველა დაინტერესებულ პროვოკატორს, რომ აღარ აპირებს არ შეიმჩნიოს და მნიშვნელობა არ მიანიჭოს ისეთი სახის პროვოკაციებს, რაზეც ზევით გვქონდა ლაპარაკი. ყველა მსგავსი ბრალდება დღეის ამას იქით დაექვემდებარება სამართლებრივ შეფასებას და ჩვენი მედიის რეპუტაციის შელახვის მცდელობისთვის ყველას მოეთხოვება ადეკვატური სამართლებრივი პასუხი, როგორც სისხლის სამართლის, ისე სამოქალაქო წესით. 

მსგავსი ცილისწამების განსაკუთრებით დამაზიანებელი ბუნების გამო, საქართველოს კანონმდებლობა სულ ახლახან გამკაცრდა და სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა განისაზღვრა, რაც ობიექტურად სწორი მიმართულებით ხელისუფლებისგან სწორად გადადგმული ნაბიჯი გახლდათ. შესაბამისად, გვინდა გვჯეროდეს, რომ ამ კანონის ზოგადი პრევენციული ძალა თვით ,,საღორიის ტყის” ბინადარსაც კი, არაერთხელ დააფიქრებს, სანამ მისთვის ჩვეულ ტალახში ამოგანგვლას მიმართავს და ცრუ ბრალდებებს წაგვიყენებს.

,,GEO NEWS” მკითხველს სრულფასოვნად 15 სექტემბრიდან დაუბრუნდება ! 

,,GEO NEWS”

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor