• September

    9

    2025
  • 89
  • 0
ლევან მაჭავარიანი – ყველანაირად ხელს ვუწყობთ, რომ წინასაარჩევნო გარემო იყოს მაქსიმალურად მშვიდი, თუმცა ვატყობთ, რომ ოპოზიციის აქტივისტებს ხელოვნური დაძაბულობის და აჟიოტაჟის შექმნა სურთ

ლევან მაჭავარიანი – ყველანაირად ხელს ვუწყობთ, რომ წინასაარჩევნო გარემო იყოს მაქსიმალურად მშვიდი, თუმცა ვატყობთ, რომ ოპოზიციის აქტივისტებს ხელოვნური დაძაბულობის და აჟიოტაჟის შექმნა სურთ

„ქართული ოცნება“ ყველანაირად ხელს ვუწყობთ იმას, რომ წინასაარჩევნო გარემო იყოს მაქსიმალურად მშვიდი და მოვუწოდებთ ოპონენტებსაც ამისკენ, თუმცა ვატყობთ, რომ ოპოზიციის აქტივისტებს ხელოვნური დაძაბულობის და აჟიოტაჟის შექმნა სურთ, – ამის შესახებ კახა კალაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.

მისი თქმით, მისასალმებელია, რომ შსს-მ მელიქიშვილის გამზირზე დაპირისპირების ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება კიდევ ერთი მუხლით დაიწყო, რაც წინასაარჩევნო კამპანიის ღონისძიების დროს ძალადობას ან ძალადობის მუქარას გულისხმობს.

„ჩვენ მივყვებით ჩვეულებრივად ჩვენს დღის წესრიგს. ახლა ვიმყოფებით თბილისის საარჩევნო შტაბში და თავად ატყობთ, როგორი მუშაობა მიდის, ეს არის 24-საათიანი მუშაობა. ჩვენი გაცხადებული მიზანია, რომ აუცილებლად პირველ ტურში უნდა დავასრულოთ ეს არჩევნები, აუცილებლად, ეს ასეც მოხდება.

ჩვენ, „ქართული ოცნება“ ყველანაირად ხელს ვუწყობთ იმას, რომ წინასაარჩევნო გარემო იყოს მაქსიმალურად მშვიდი და მოვუწოდებთ ოპონენტებსაც ამისკენ, თუმცა ვატყობთ, რომ ოპოზიციის აქტივისტებს ხელოვნური დაძაბულობის და აჟიოტაჟის შექმნა სურთ, გარედან დაფინანსებულ ე.წ. ტიტუშკებს, აკაცუკებს, როგორც გვინდა, ისე ვუწოდოთ, და ამან უკვე სისტემური ხასიათი მიიღო. გუშინაც ჩვენ ვნახეთ, როგორ მოვიდნენ ისინი შტაბთან, როდესაც აქ მიდიოდა მუშაობა, მოქალაქეების მიღება, ჩვენი მხარდამჭერების მიღება, ჩვეულებრივი წინასაარჩევნო სამუშაო და როგორ გვიშლიდნენ ხელს, რა შეძახილები იყო გარედან, რაღაც ნივთებს ესროდნენ ჩვენს შენობას და ა.შ. ეს არის პირდაპირ უხეში დარღვევა წინასაარჩევნო კამპანიის, წინასაარჩევნო მუშაობაში ჩარევა არის ძალიან უხეშად და ძალიან მისასალმებელია შინაგან საქმეთა სამინისტროს ის განცხადება, რომ გამოძიება სწორედ ამ მუხლითაც არის დაწყებული,“, – განაცხადა მაჭავარიანმა.

მისი თქმით, არჩევნების მშვიდ გარემოში ჩატარება, პირველ რიგში, „ქართული ოცნების“ და საქართველოს ინტერესებში შედის.

„ეს არ შედის რადიკალური ოპოზიციის ინტერესებში, იქიდან გამომდინარე, რომ მათ წინასწარ იციან, როგორი მარცხისთვის არიან განწირული და მათ სურთ, რომ ფიზიკურად არჩევნების დღემდე ვერ მივიდეს სიტუაცია, ვინაიდან ლუსტრირება მოხდება მათი რეალური რეიტინგის და კიდევ ერთხელ დაინახავენ მოქალაქეები, თუ რამხელა სხვაობით და რამხელა ანგარიშით გაანადგურებს „ქართული ოცნება“. მეათე საიუბილეო გამარჯვებას ვიზეიმებთ. რთული არ არის ალბათ პროგნოზირება, დღეს რას გეგმავენ გუშინდელი მაგალითიდან გამომდინარე“ , – განაცხადა მაჭავარიანმა.

მისივე თქმით, თანაგუნდელებსა და მხარდამჭერებს სიმშვიდისკენ მოუწოდებს.

„ჩვენ ყველას მოვუწოდებთ და მთელი დღის განმავლობაში არამხოლოდ მე, ჩემი თანაგუნდელებიც, სიმშვიდისკენ მოვუწოდებთ ჩვენს მხარდამჭერებს, ჩვენი პარტიის წევრებს და ეს არის ჩვენი ამოცანა. თუმცა კიდევ ერთხელ მინდა, შევახსენო ჩვენს საზოგადოებას, რომ ძალიან რთულია ისეთი შეურაცხყოფის ატანა, როგორიც ჩვენ გუშინ ვიხილეთ – და შტაბში ახლაც რამდენი ადამიანიც იმყოფება, კარგად ხედავთ – და შემდეგ ამ ადამიანების გაკონტროლება, რომ გარეთ არ გავიდნენ, პასუხი არ გასცენ. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ და ყოველთვის ვეცდებით, რომ პრევენცია მოვახდინოთ ამ ყველაფრის, თუმცა ეს ყველაფერი დამოკიდებული არის სწორედ იმ რადიკალურ ჯგუფზე, იმ ფსევდოლიბერალური ფაშიზმის მიმდევრებზე საქართველოში და დამოკიდებულია, როგორ მოიქცევიან ისინი. შტაბში დილიდან თათბირი ჩატარდა, ყველას მოვუწოდეთ, რომ არ ავყვეთ არანაირ პროვოკაციას, ვინაიდან ეს პროვოკაცია მხოლოდ მათ წისქვილზე ასხამს წყალს, ჩვენი რადიკალი ოპოზიციონერების. თუმცა კიდევ ერთხელ მინდა, განვაცხადო, რომ ქართველები ვართ, ტემპერამენტიანი ხალხი ვართ, ღირსება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და რაღაცა საზღვარი და ზღვარი არსებობს“, – განაცხადა მაჭავარიანმა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor