• September

    11

    2025
  • 140
  • 0
ირაკლი კობახიძე – ღრმად დამწუხრებული ვარ ჩარლი კირკის მკვლელობის გამო, ცივილიზებულ სამყაროში პოლიტიკური ძალადობის ადგილი არ არის

ირაკლი კობახიძე – ღრმად დამწუხრებული ვარ ჩარლი კირკის მკვლელობის გამო, ცივილიზებულ სამყაროში პოლიტიკური ძალადობის ადგილი არ არის

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამერიკელი კონსერვატორი ლიდერის, ჩარლი კირკის მკვლელობის გამო მწუხარებას გამოთქვამს. ამის შესახებ ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ში წერს.

როგორც პრემიერ-მინისტრი აღნიშნავს, ცივილიზებულ სამყაროში პოლიტიკური ძალადობის ადგილი არ არის.

„ღრმად დამწუხრებული ვარ გამოხატვის თავისუფლებისა და დემოკრატიული ღირებულებების დამცველი, გამორჩეული ამერიკელი კონსერვატორი ლიდერის, ჩარლი კირკის მკვლელობის გამო.

ცივილიზებულ სამყაროში პოლიტიკური ძალადობის ადგილი არ არის.

საქართველო ამერიკელ მოკავშირეებთან ერთად გლოვობს ამ დანაკარგს. ჩემი ფიქრები და ლოცვები მის ოჯახთან და ახლობლებთან არის“, – წერს ირაკლი კობახიძე.

კონსერვატორი კომენტატორი ჩარლი კირკი, რომელსაც იუტა ველის უნივერსიტეტის ღონისძიებაზე ესროლეს, დაიღუპა, გავრცელებული ცნობით, კირკი პრეზენტაციას ატარებდა, როცა ესროლეს. იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. კირკი, რომელიც დონალდ ტრამპის მოკავშირედ მიიჩნეოდა, კონსერვატიული სტუდენტური მოძრაობის ხელმძღვანელი იყო.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor