• September

    12

    2025
  • 42
  • 0
კახა კალაძე – „მეგობარი აქტის“ დოკუმენტი გაჯერებული იყო სიცრუით, ცილისწამებით, ტყუილზე დაფუძნებული შეთხზული სისულელეებით, მისასალმებელია, რომ აღნიშნული აქტი არ მიუღიათ

კახა კალაძე – „მეგობარი აქტის“ დოკუმენტი გაჯერებული იყო სიცრუით, ცილისწამებით, ტყუილზე დაფუძნებული შეთხზული სისულელეებით, მისასალმებელია, რომ აღნიშნული აქტი არ მიუღიათ

„მეგობარი აქტის“ დოკუმენტი გაჯერებული იყო სიცრუით, ცილისწამებით, ტყუილზე დაფუძნებული შეთხზული სისულელეებით. მისასალმებელია, რომ აღნიშნული აქტი არ მიუღიათ, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

კალაძის თქმით, საქართველოს მთავრობის სურვილია, აღდგეს ურთიერთობები ამერიკის შეერთებულ შტატებთან.

„აღნიშნულ აქტში არაფერი მეგობრობის არ იყო, ყველაფერი იყო მტრული. დოკუმენტი გაჯერებული იყო სიცრუით, ცილისწამებით, ტყუილზე დაფუძნებული შეთხზული სისულელეებით, რომლის ერთი ავტორი, მგონი, უილსონი იყო, გვარი არ მახსოვს, რომელიც FARA-ს კანონით გახდა ცნობილი. იმ სიბინძურეში, რასაც კადრულობდა, 80 ათასი აუღია, წარმოგიდგენიათ? რა თქმა უნდა, ძალიან კარგი და მისასალმებელია, რომ აღნიშნული აქტი არ მიუღიათ. მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი აკაცუკების, მტრების, რომლებიც დღეს ქვეყნის შიგნით გვყავს, სურვილია, ქვეყანა დაზიანდეს, ჩვენი სურვილია, აღდგეს ურთიერთობები ამერიკის შეერთებულ შტატებთან ახალი ფურცლიდან და მეგობრობა, პარტნიორობა იყოს ორმხრივი, სამართლიან ურთიერთობაზე დაფუძნებული“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, დემოკრატმა კონგრესმენმა, სტივ კოენმა ჰელსინკის კომისიაში განაცხადა: „სამწუხაროა, რომ სენატმა არ მიიღო და არ მიიღებენ „მეგობარი აქტს“, რაღაც პრობლემები იყო და შესაძლოა, ეს დაკავშირებული იყოს ერთ კონკრეტულ დიდ ბიზნესთან, რომელიც პორტს უკავშირდება. „მეგობარი აქტის“ ჩაკვლა ერთმა ადამიანმა შეძლო“.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor