• September

    15

    2025
  • 57
  • 0
აფხაზეთიდან დევნილებს ქუთაისში უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ

აფხაზეთიდან დევნილებს ქუთაისში უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით და აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით ქუთაისში, დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებაში უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩატარდა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, სამედიცინო აქციის მიმდინარეობას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან, ბესიკ კუსიდისთან ერთად დაესწრო.

მთავრობის თავმჯდომარე გამოკვლევების პროცესს გაეცნო და დევნილ ბენეფიციარებსა და სამედიცინო პერსონალს გაესაუბრა.

„აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტრო აქტიურად ახორციელებს უფასო სამედიცინო გამოკვლევებს დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს გამოკვლევები და სამედიცინო სერვისები იყოს მოქნილი და ბენეფიციარების საჭიროებებზე მეტად მორგებული“, – განაცხადა გიორგი ჯინჭარაძემ.

სამედიცინო აქციის ფარგლებში დევნილ ბენეფიციარებს თბილისის წამყვანი კლინიკების ათამდე ექიმ-სპეციალისტმა სხვადასხვა სახის კვლევა ჩაუტარა. ასევე, დევნილ ბენეფიციარებს, დანიშნულების შესაბამისად, უფასო მედიკამენტები გადაეცათ.

აფხაზეთის მთავრობის ხელშეწყობით საქართველოს რეგიონებში, კომპაქტურ ჩასახლებებში მცხოვრები დევნილი მოსახლეობისთვის უფასო სამედიცინო გამოკვლევები პერიოდულად ტარდება.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor