
- By Keti Khomeriki
- In პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე – ნიდერლანდების ელჩის ხოშტარიასთან შეხვედრა არის რადიკალიზმის წახალისება, ვენის კონვენციის დარღვევა, დემოკრატიულ არჩევნებში ჩარევა, ეს არც ერთ ელჩს არ ეკადრება
ნიდერლანდების ელჩის ხოშტარიასთან შეხვედრა არის რადიკალიზმის მორიგი წახალისება და სხვა არაფერი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ქუთაისში განუცხადა.
მისივე თქმით, ელჩის მხრიდან აღნიშნული ქმედება ვენის კონვენციის უხეში დარღვევაა.
„ეს არის ვენის კონვენციის უხეში დარღვევა, პირდაპირი ჩარევა დემოკრატიულ არჩევნებში. ასეთი საქციელი არც ერთ ელჩს არ ეკადრება“, – განაცხადა კობახიძემ.





