• September

    24

    2025
  • 34
  • 0
შალვა პაპუაშვილი – ევროკავშირის ელჩს მოვუწოდებ, ქართველ ჟურნალისტებთან ტონს დაუწიოს, ამას არავინ კადრულობს, რა დღეში ჰქონია ნერვები

შალვა პაპუაშვილი – ევროკავშირის ელჩს მოვუწოდებ, ქართველ ჟურნალისტებთან ტონს დაუწიოს, ამას არავინ კადრულობს, რა დღეში ჰქონია ნერვები

ევროკავშირის ელჩს მოვუწოდებ, ქართველ ჟურნალისტებთან ტონს დაუწიოს, ამას არავინ კადრულობს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მიუხედავად კრიტიკული კითხვებისა, ჟურნალისტებთან ტონს არავინ უნდა აუწიოს.

„რა დღეში ჰქონია ნერვები ევროკავშირის ელჩს, გასაკვირია. ვისურვებდი, რომ მან შესაბამის ტონში ისაუბროს ჟურნალისტებთან. ასეთ აწეულ ტონს ქართველ ჟურნალისტებთან არ კადრულობს არავინ მიუხედავად კრიტიკული კითხვებისა. ამას რომ ევროკავშირის ელჩი კადრულობს, ასეთი ტონით ესაუბროს ქართველ ჟურნალისტს, ეს მიუღებელია და მოვუწოდებ, ტონს დაუწიოს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor