• September

    30

    2025
  • 50
  • 0
კახა კალაძე – ხალხისგან მხარდაჭერას, რაც კვლევამაც აჩვენა, ჩვენ ყოველდღიურად ვგრძნობთ

კახა კალაძე – ხალხისგან მხარდაჭერას, რაც კვლევამაც აჩვენა, ჩვენ ყოველდღიურად ვგრძნობთ

დედაქალაქის მერის განცხადებით, საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრ „გორბის“ მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები მისთვის მოულოდნელი არ ყოფილა.

როგორც კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას აღნიშნა, კვლევის შედეგების მიხედვით, „ქართულ ოცნებას“ მოსახლეობის 66,4% რომ უჭერს მხარს, ამას ამომრჩეველთან ყოველდღიური კომუნიკაციის დროსაც გრძნობს.

„ამომრჩეველთან ძალიან ხშირი შეხვედრები გვაქვს და ამ მხარდაჭერას, რაც კვლევებმა აჩვენა, ჩვენ ყოველდღიურად ვგრძნობთ. ხალხი ყველაფერს რეალურად ხედავს და შეუძლია განასხვავოს, ვინ ვინ არის, რომელი პოლიტიკური პარტია ვის ემსახურება. ბევრჯერ მითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ამ ქვეყანას მართავს მისი აღმატებულება ქართველი ხალხი და არა ვიღაცები გარედან ჩარევებით, მითითებებით, შიდა აგენტურული ქსელით“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor