• October

    1

    2025
  • 45
  • 0
არაბული მედიის ცნობით, ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო ოპერაციას, სულ მცირე, 23 ადამიანი ემსხვერპლა

არაბული მედიის ცნობით, ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო ოპერაციას, სულ მცირე, 23 ადამიანი ემსხვერპლა

ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო ოპერაციას გამთენიის შემდეგ სულ მცირე 23 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ არაბული მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ოპერაციისას 19 ადამიანი მხოლოდ ქალაქ ღაზაში დაიღუპა.

როგორც მედია წერს, ორი რაკეტა დაეცა ალ-ფალაჰის სკოლას, რომელიც ქალაქ ღაზის ზეიტუნის უბანში იძულებით გადაადგილებული ასობით პირისთვის თავშესაფრად არის გადაკეთებული.

ქალაქ ღაზაში საჰაერო იერიშების გარდა, ისრაელის არმია სახმელეთო ოპერაციას ატარებს.

ალ-აჰლის არაბული საავადმყოფოს სამედიცინო წყაროებმა არაბულ მედიას განუცხადეს, რომ თავდასხმის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა. არაბული მედიის თანახმად, კიდევ შვიდი ადამიანი დაიღუპა და მრავალი დაშავდა ქალაქ ღაზიდან აღმოსავლეთით, დარაჯის უბანში მდებარე სახლზე თავდასხმის შედეგად.

კატარის პრემიერ-მინისტრი შეიხ მოჰამედ ბინ აბდულრაჰმან ალ-ტანი აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ წარდგენილი ღაზას სექტორში ცეცხლის შეწყვეტის გეგმა შუამავლების მიერ დასახულ ძირითად მიზნებს შეესაბამება.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor