• October

    3

    2025
  • 27
  • 0
თენგიზ შარმანაშვილი – ევროპარლამენტის შანტაჟს როცა არ დავექვემდებარეთ, ახლა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის შანტაჟს დავემორჩილებით?

თენგიზ შარმანაშვილი – ევროპარლამენტის შანტაჟს როცა არ დავექვემდებარეთ, ახლა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის შანტაჟს დავემორჩილებით?

ევროპარლამენტის შანტაჟს როცა არ დავექვემდებარეთ, ახლა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის შანტაჟს დავემორჩილებით?, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.

შარმანაშვილის თქმით, ევროპარლამენტის რეზოლუციები როდესაც რეალობას არ შეესაბამებოდა, მის განხილვაზე უარი თქვეს, რადგან ტყუილებზე აგებული იყო.

„ევროსაბჭოს მიერ მიღებული რეზოლუცია არაფერს ნიშნავს, გარდა იმისა, რასაც წინა რეზოლუციები ნიშნავდა. ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუციები როცა რეალობას არ შეესაბამებოდა, მის განხილვაზე უარი ვთქვით. იმიტომ კი არა, რომ გავჯიქდით და მათ არ ვუსმენთ, არამედ იმიტომ, რომ ტყუილებზე აგებულ რაღაც დოკუმენტებს არ ვუპასუხებთ და ამას ჩვენ წინააღმდეგ ვერც შანტაჟისთვის გამოიყენებენ, რადგან შანტაჟს არ ვექვემდებარებით.

ევროპარლამენტის შანტაჟს როცა არ დავექვემდებარეთ, ახლა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის შანტაჟს დავემორჩილებით? ოპოზიცია ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებს და თავიანთ მოღალატეობრივ გზას აგრძელებს, რადგან ჯერ ითხოვდნენ, რომ ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსი არ მოეცათ, შემდეგ მოლაპარაკებები არ გაეხსნათ“, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor