• October

    6

    2025
  • 1042
  • 0
ექსკლუზივი – გიორგი წურწუმია : ,,აფხაზეთის საკითხი უნდა გადაწყდეს რუსეთთან მოლაპარაკებით და ამას პოლიტიკური სიმამაცე სჭირდება” !

ექსკლუზივი – გიორგი წურწუმია : ,,აფხაზეთის საკითხი უნდა გადაწყდეს რუსეთთან მოლაპარაკებით და ამას პოლიტიკური სიმამაცე სჭირდება” !

ქართველებს არაერთი გამორჩეული ადამიანი გვყავს, თუმცა მათ შორის განსაკუთრებული ადგილი უჭირავს გიორგი წურწუმიას – აფხაზეთიდან ლტოლვილს, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში იყო რუსეთის ფედერაციაში მცხოვრები, ქართული დიასპორის პრეზიდენტი რუსეთში, იგი ერთ-ერთი გამორჩეული ექსპერტი, პუბლიცისტი და მწერალი გახლავთ.

ბატონ გიორგი წურწუმიას ბიოგრაფია არის ადამიანის ისტორია, რომელმაც საკუთარი თვალით ნახა იმ ტრაგედიის ყველა ფაზა, რასაც „აფხაზეთის ომი“ ეწოდება, რომლისთვისაც სამშობლო არ არის მხოლოდ გეოგრაფიული ცნება, არამედ სისხლის, ტკივილისა და ღირსების სინონიმი.

დღეს ის კვლავ აქტიურად მონაწილეობს საზოგადოებრივ ცხოვრებაში, მუშაობს ახალ წიგნზე და სწორედ ჩვენს მედიას ,,GEO NEWS”-ს აძლევს ექსკლუზიურ ინტერვიუს, სადაც გამოთქვამს აფხაზეთის პრობლემის გადაჭრის პრაგმატულ ხედვას, რომელიც პოლიტიკურ და ადამიანურ რეალობას თანაბრად ითვალისწინებს.

გიორგი წურწუმიას პოზიცია განსხვავდება ემოციური ლოზუნგებისგან, ის გვთავაზობს გრძელვადიან სტრატეგიას, რომელიც დაფუძნებულია რეალურ გეოპოლიტიკურ გათვლებზე და ადამიანურ ფაქტორზე. სწორედ ამიტომ მისი სიტყვები დღეს განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია.

-ბატონო გიორგი, თქვენ თავად გქონდათ მძიმე გამოცდილება აფხაზეთიდან ლტოლვილობის. როგორ გახსოვთ ის პერიოდი და როგორ აფასებთ იმდროინდელი ხელისუფლების ქცევას ამ ტრაგედიის ფონზე ?

-ის პერიოდი არასდროს ამომივა გონებიდან. მაშინდელი საქართველო იყო ერთიანობის გარეშე დარჩენილი ქვეყანა – ერთმანეთზე გადაჯაჭვული ამბიციების, დაპირისპირებული ლიდერების და გაუგებარი პოლიტიკური ხაზების. შევარდნაძე, გამსახურდია, კიტოვანი, იოსელიანი, არძინბა – ყველას თავისი მიზანი ჰქონდა, მაგრამ საერთო მიზანი არ არსებობდა.

ყველაზე მძიმე იყო ის, რომ როცა აფხაზეთიდან ხალხს გაქცევა მოუხდა, არც ერთი ხელისუფლება არ აღმოჩნდა, ვინც ამ ხალხს მიმართულებას მისცემდა, ან თუნდაც რჩევას ეტყოდა. არ არსებობდა ერთი ცენტრი, ერთი სახელმწიფო ხელი, რომელიც ლტოლვილებს დაიცავდა. თითოეული ჩვენთაგანი იმ გზით გადარჩა, რაც იმ წამს ხელთ ჰქონდა. ზოგმა ქუთაისს მიაშურა, ზოგმა თბილისს, ბევრმა კი რუსეთში იპოვა თავშესაფარი. ეს არ იყო არჩევანი, ეს იყო გადარჩენის ინსტინქტი.

და როცა დღეს ვისმენ, რომ ამ ადამიანებს და მათ შთამომავლებს უარს ეუბნებიან საქართველოს მოქალაქეობაზე, გულწრფელად გეტყვით – ეს არის შეურაცხყოფა, არა მხოლოდ ამ ხალხის, არამედ ჩვენი საერთო ეროვნული ღირსების. ქართველს როგორ უნდა უთხრა უარი იმაზე, რომ ქართველი იყოს ?

-სწორედ ამ საკითხს ეხებით ხშირად, ქართულ ლტოლვილებს, რომლებიც დაბრუნების სურვილს გამოთქვამენ. რა ბარიერებს აწყდებიან ისინი დღეს და რა უნდა შეიცვალოს თქვენი აზრით ?

-დღეს ვითარება ასეთია, ადამიანი, რომელიც 1993 წლის სექტემბრის შემდეგ იძულებული გახდა აფხაზეთიდან რუსეთში გადასახლებულიყო, ახლა დაბრუნების სურვილს გამოთქვამს და საქართველოს მოქალაქეობას ითხოვს, მაგრამ მას ეუბნებიან : ,,თქვენ უცხოელი ხართ”. ეს ხომ აბსურდია !

ეს ადამიანები ჩვენი სისხლი და ხორცი არიან, მათ წინაპრებს ეს მიწა აქვთ დამუშავებული, მათი ბაბუები იცავდნენ საქართველოს ომებში და დღეს კი, მათ ისე ექცევიან, თითქოს უცხოეთიდან ჩამოსული ემიგრანტები იყვნენ.

დროა, სახელმწიფო ამ საკითხს სერიოზულად მიუდგეს. მოქალაქეობა არ უნდა იყოს ბიუროკრატიული ჯაჭვით სავსე პროცედურა, არამედ უნდა იყოს ეროვნული ღირსების აღიარება.

ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ ადამიანები, რომლებიც წარსულში ომიდან გამოიქცნენ, ახლა სამშობლოში დაბრუნებისას ისევ კედელს შეეჯახონ.

-ბატონო გიორგი, თქვენ საუბრობთ იმაზე, რომ საჭიროა რუსეთთან დიალოგი აფხაზეთის საკითხის გადასაჭრელად. როგორ ხედავთ ამ პროცესს პრაქტიკულად ?

-გულწრფელად ვიტყვი, აფხაზეთის საკითხი ვერ გადაწყდება რუსეთის გარეშე. ეს გეოპოლიტიკური რეალობაა და ამის უარმყოფელი მხოლოდ საკუთარ თავს ატყუებს. ჩვენ უნდა გვქონდეს სახელმწიფოებრივი გამბედაობა და დავიწყოთ პირდაპირი დიალოგი რუსეთის ფედერაციასთან, რადგან სწორედ მათი პოზიცია იქნება გადამწყვეტი აფხაზეთის საკითხში.

მოლაპარაკება არ ნიშნავს დანებებას, ეს ნიშნავს ძალისხმევას.

პოლიტიკოსის საქმე სწორედ ის არის, რომ ილაპარაკოს, შეხვედრას არ გაექცეს და სცადოს შეთანხმების გზის პოვნა. სამწუხაროდ, დღეს პოლიტიკაში გვაკლია სწორედ ეს – სიმამაცე დიალოგისთვის.

მე დარწმუნებული ვარ, რომ შესაძლებელია რუსეთთან ისეთი ფორმატის დიალოგის დაწყება, სადაც საქართველო დაიცავს საკუთარ ინტერესს და პარალელურად დაიწყებს ნდობის აღდგენას აფხაზურ მხარესთან. სამხედრო გზა არ არსებობს, ეს ყველამ კარგად უნდა გავიაზროთ.

-თქვენი აზრით, რა უნდა იყოს საქართველოს გრძელვადიანი სტრატეგია აფხაზეთის საკითხში ? როგორ უნდა განისაზღვროს ეს პოლიტიკა ?

-საქართველომ უნდა შექმნას ერთიანი, მინიმუმ 30 წლიანი სტრატეგია აფხაზეთის მიმართულებით. ეს უნდა იყოს სახელმწიფო დოკუმენტი, რომლის შეცვლასაც ვერ შეძლებს ვერც ერთი ხელისუფლება, ვერც ერთი მინისტრი და ვერც ერთი პოლიტიკური ძალა.

სტრატეგია უნდა მოიცავდეს ეკონომიკურ, კულტურულ და ადამიანურ განზომილებებს. ჩვენ უნდა დავამყაროთ ურთიერთობა აფხაზებთან, არა მხოლოდ პოლიტიკურ დონეზე, არამედ ადამიანურად – კულტურის, განათლების, ტურიზმის, ბიზნესის მეშვეობით. უნდა შევქმნათ საერთო სივრცე, სადაც ადამიანებმა უნდა დაინახონ საერთო მომავალი და არა მხოლოდ წარსულის ტკივილი.

აუცილებლად გასათვალისწინებელია დემოგრაფიული ფაქტორიც, რაც არა მარტო ჩვენ, აფხაზებსაც ძლიერ აწუხებთ. ისინი აცნიობიერებენ, რომ მხოლოდ საქართველოსთან ერთად შესაძლებელია მათი თვითმყოფადობის გადარჩენა და შენარჩუნება.

უნდა აღინიშნოს, რომ არსებობს აფხაზებთან კომუნიკაციის უკვე არსებული ფორმები, თუმცა არავის აუკრძალავს ჩვენთვის შევქმნათ პრეცედენტი ახალი მოლაპარაკების ჩვენს ძმებთან – აფხაზებთან და ამით მთელ მსოფლიოს დავანახოთ რამდენად შეგვიძლია ერთმანეთში პრობლემების გადაწყვეტა.

ასეთ გრძელვადიან ხედვას სჭირდება მყარი აღმასრულებელი გუნდი, შესაძლოა პრემიერ-მინისტრთან სპეციალური დეპარტამენტის სახით, რომელიც პასუხისმგებელი იქნება აფხაზეთის საკითხზე და არ იქნება დამოკიდებული პოლიტიკური ცვალებადობებზე.

-თქვენ ახსენეთ, რომ კაცობრიობის ისტორია დაიწყო კაენის მიერ აბელის მკვლელობით, მაგრამ ამავდროულად თქვით, რომ ცხოვრება გაგრძელდა. რას გულისხმობთ ამ სიმბოლურ შედარებაში ?

-ეს არის მთავარი არსი, რასაც ვამბობ. კაცობრიობა დაიწყო დანაშაულით, მაგრამ ამ დანაშაულმა არ დაასრულა სიცოცხლე. ეს ნიშნავს, რომ შერიგება ყოველთვის შესაძლებელია, თუკი არსებობს ნება და გონიერება.

აფხაზეთთანაც სწორედ ეს გვჭირდება, არა შურისძიების, არამედ გონივრული შერიგების პოლიტიკა. უნდა მოვძებნოთ საერთო წერტილები და ისინი ბევრია, ეკონომიკური, კულტურული, სულიერი. უნდა ვისწავლოთ ერთმანეთთან საუბარი და ნდობის აღდგენა.

ჩვენ ყველანი ამ მიწის შვილები ვართ. ჩვენს ისტორიაში საკმარისი ტრაგედია მოხდა, ამიტომ დროა, ვიპოვოთ გზა, რომლითაც ეს ისტორია გაგრძელდება.

შეჯამება :

გიორგი წურწუმიას ხედვა – როგორც ხიდი წარსულსა და მომავალს შორის !

გიორგი წურწუმიას სიტყვები გვახსენებს, რომ პოლიტიკა მხოლოდ ძალაუფლების ინსტრუმენტი კი არა, არამედ ადამიანთა ბედის მართვის პასუხისმგებლობაა. მის ხმაში ისმის მორალური სიმძაფრე, რომელიც მოდის პირადი ტკივილიდან, მაგრამ ამავდროულად, რწმენა, რომ შერიგება შესაძლებელია.

დასასრულ, გვინდა ავღნიშნოთ, რომ გამოვიდა ბატონი გიორგის ახალი წიგნი, რომელშიც განხილულია ძალიან საინტერესო და ორიგინალური კონცეფცია საბაზისო შემოსავლის შესახებ, რაც მიიჩნევა ადამიანების თავისუფლებისა და სიუხვის წინაპირობად. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენი რესპონდენტის განსაკუთრებულ ერუდიციასა და განსწავლულობას, რაც მის მოსაზრებებს მით უფრო გასათვალისწინებელს ხდის.

ბატონი გიორგი წარმოადგენს იმ თაობის ქართველს, რომელმაც ომი საკუთარ ცხოვრებაში გადაიტანა, მაგრამ შურის ნაცვლად არჩია დიალოგი. სწორედ ამიტომ მისი ხედვა აფხაზეთის საკითხისადმი დღეს, 30 წლის შემდეგაც, რჩება ყველაზე პრაგმატულ, რეალისტურ და სულიერად სუფთა მიდგომად.

ირაკლი კერესელიძე

,,GEO NEWS”

Эксклюзив – Георгий Цурцумия : ,,Абхазский вопрос необходимо решать путём переговоров с Россией, а это требует политического мужества”

В Грузии много общественных деятелей, но особое место среди них занимает Георгий Цурцумия, беженец из Абхазии, долгие годы возглавлявший грузинскую диаспору в Российской Федерации. Он – один из выдающихся экспертов, публицистов и писателей.

Биография Георгия Цурцумия – это история человека, своими глазами видевшего все этапы трагедии, именуемой «абхазской войной», для которого Родина – не просто географическое понятие, но и синоним крови, боли и достоинства. Сегодня он по-прежнему активно участвует в общественной жизни, работает над новой книгой и дал эксклюзивное интервью нашему изданию ,,Geo News”, где высказал прагматичное видение решения абхазской проблемы, в равной степени учитывающее политические и человеческие реалии. Позиция Георгия Цурцумия отличается от эмоциональных лозунгов; он предлагает долгосрочную стратегию, основанную на реальных геополитических расчётах и человеческом факторе. Именно поэтому его слова сегодня особенно важны.

—Господин Георгий, вы сами пережили тяжёлый опыт беженца из Абхазии. Каким вы помните тот период и как оцениваете поведение тогдашнего правительства перед лицом этой трагедии ?

-Этот период никогда не изгладится из моей памяти. Грузия того времени была страной разрозненной, страной переплетённых амбиций, противоборствующих лидеров и непонятных политических линий. У Шеварднадзе, Гамсахурдиа, Китовани, Иоселиани, Ардзинбы были свои цели, но общей цели не было.
Самым тяжёлым было то, что, когда людям приходилось бежать из Абхазии, не было правительства, которое могло бы дать этим людям направление или хотя бы совет. Не было единого центра, единой государственной руки, которая бы защитила беженцев. Каждый из нас выживал так, как было под рукой в тот момент: кто-то бежал в Кутаиси, кто-то в Тбилиси, а многие нашли убежище в России. Это был не выбор, а инстинкт выживания.

И когда я сегодня слышу, что этим людям и их потомкам отказывают в грузинском гражданстве, скажу вам честно: это оскорбление не только для них, но и для нашего общего национального достоинства. Как грузин может отказаться быть грузином ?

-Вы часто затрагиваете эту тему — грузинских беженцев, которые хотят вернуться. С какими препятствиями они сталкиваются сегодня и что, по вашему мнению, нужно изменить ?

-Сегодня ситуация такова: человек, вынужденно эмигрировавший из Абхазии в Россию после сентября 1993 года, теперь хочет вернуться и просит грузинское гражданство, но ему говорят: ,,Вы иностранец”. Это абсурд !

Эти люди — наша плоть и кровь, их предки возделывали эту землю, их деды защищали Грузию в войнах, а сегодня с ними обращаются как с иммигрантами из-за рубежа.

Государству пора серьёзно отнестись к этому вопросу. Гражданство не должно быть процедурой, полной бюрократических проволочек, а должно быть признанием национального достоинства. Мы не должны допустить, чтобы люди, бежавшие от войны в прошлом, снова столкнулись со стеной, вернувшись на родину.

-Господин Георгий, вы говорите о необходимости диалога с Россией для решения абхазского вопроса. Как вы видите этот процесс на практике ?

-Скажу честно : абхазский вопрос не может быть решён без России. Это геополитическая реальность, и любой, кто отрицает это, лишь обманывает себя. Мы должны проявить мужество государства и начать прямой диалог с Российской Федерацией, поскольку именно её позиция будет решающей в абхазском вопросе.

Переговоры — это не капитуляция, это усилия.

Задача политика — говорить, а не избегать встреч, и пытаться найти путь к соглашению. К сожалению, именно этого нам сегодня не хватает в политике — мужества к диалогу. Убеждён, что диалог с Россией можно начать в таком формате, где Грузия будет защищать свои интересы и одновременно начнёт восстанавливать доверие с абхазской стороной. Военного пути нет, мы все должны это хорошо понимать.

-Какова, по вашему мнению, должна быть долгосрочная стратегия Грузии в отношении Абхазии? Как должна быть сформулирована эта политика ?

-Грузия должна разработать единую, как минимум на 30 лет, стратегию в отношении Абхазии. Это должен быть государственный документ, который ни одно правительство, ни один министр, ни одна политическая сила не смогут изменить.

Стратегия должна включать в себя экономическое, культурное и человеческое измерения. Мы должны выстраивать отношения с абхазами не только на политическом уровне, но и на человеческом – через культуру, образование, туризм и бизнес. Мы должны создать общее пространство, где люди будут видеть общее будущее, а не только боль прошлого.

Необходимо также учитывать демографический фактор, который беспокоит не только нас, но и самих абхазов, которые понимают, что только вместе с Грузией могут спасти и сохранить свою идентичность.
Следует отметить, что уже существуют существующие формы общения с абхазами, но никто не запрещает нам создать прецедент для новых переговоров с нашими абхазскими братьями и тем самым показать всему миру, насколько мы способны решать проблемы между собой.

Такое долгосрочное видение требует прочной исполнительной команды, возможно, в виде специального департамента при премьер-министре, который будет отвечать за абхазский вопрос и не будет зависеть от политических колебаний.

-Вы упомянули, что история человечества началась с убийства Авеля Каином, но при этом сказали, что жизнь продолжается. Что вы подразумеваете под этим символическим сравнением ?

-В этом и заключается суть моих слов. Человечество началось с преступления, но это преступление не положило конец жизни. Это значит, что примирение всегда возможно, если есть воля и разум. Именно это нам нужно в Абхазии: не политика мести, а политика разумного примирения. Мы должны найти точки соприкосновения, а их много: экономические, культурные, духовные. Мы должны научиться разговаривать друг с другом и восстановить доверие.

Мы все дети этой земли. В нашей истории было достаточно трагедий, поэтому пора найти способ продолжить эту историю.

Резюме :

Видение Георгия Цурцумия – как мост между прошлым и будущим !

Слова Георгия Цурцумия напоминают нам, что политика – это не только инструмент власти, но и ответственность за управление судьбами людей. В его голосе слышится моральная напряжённость, проистекающая из личной боли, но в то же время вера в возможность примирения.

В заключение отметим выход новой книги г-на Георгия, в которой он предлагает очень интересную и оригинальную концепцию базового дохода, который рассматривается как необходимое условие свободы и благополучия людей. Этот факт в очередной раз подтверждает исключительную эрудицию и образованность нашего респондента, что делает его мнение ещё более достойным внимания.

Господин Георгий представляет поколение грузин, которые сами пережили войну, но выбрали диалог. Именно поэтому его видение абхазского вопроса сегодня, даже спустя 30 лет, остаётся самым прагматичным, реалистичным и духовно чистым.

Ираклий Кереселидзе

,,GEO NEWS”

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor