• October

    7

    2025
  • 73
  • 0
ირაკლი კირცხალია – წინა ადმინისტრაციისა და ელჩის ქმედებების მიუხედავად, საქართველო აშშ-თან მიმართებით ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში დარჩა და, როგორც ვხედავთ, ამან თავისი შედეგი გამოიღო

ირაკლი კირცხალია – წინა ადმინისტრაციისა და ელჩის ქმედებების მიუხედავად, საქართველო აშშ-თან მიმართებით ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში დარჩა და, როგორც ვხედავთ, ამან თავისი შედეგი გამოიღო

წინა ადმინისტრაციისა და ელჩის ქმედებების მიუხედავად, საქართველო ამერიკის შეერთებულ შტატებთან მიმართებით ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში დარჩა და, როგორც ვხედავთ, ამან თავისი შედეგი გამოიღო, –  ამის შესახებ  საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ ბრიფინგზე განაცხადა.

კირცხალიას თქმით, დღეს, დონალდ ტრამპი ღიად აცხადებს, რომ ებრძვის „დიფ სთეითს“ და მის სტრუქტურებს ამერიკის შეერთებულ შტატებში.

„ქართული ოცნების“ და საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ მსგავს არადიპლომატიურ ქმედებებთან და პოლიტიკურ ზეწოლასთან გვქონდა საქმე ამერიკის შეერთებული შტატების წინა ადმინისტრაციის და მათ მიერ დანიშნული ელჩის პირობებშიც. ამას ადასტურებს თუნდაც ის ფაქტი, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებაში დონალდ ტრამპის მოსვლის შემდეგ, მათ საქართველოში აკრედიტებული ელჩის პენსიაში გაშვება მოუწიათ. წინა ადმინისტრაციის და ელჩის ქმედებების მიუხედავად, საქართველო ამერიკის შეერთებულ შტატებთან მიმართებით ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში დარჩა და, როგორც ვხედავთ, ამან თავისი შედეგი გამოიღო. დღეს, დონალდ ტრამპი ღიად აცხადებს, რომ ებრძვის „დიფ სთეითს“ და მის სტრუქტურებს ამერიკის შეერთებულ შტატებში. შესაბამისად, ველით, რომ ის გარკვეული პაუზა, რომელიც ჩვენი ქვეყნების ურთიერთობებში შეიმჩნევა და რომელიც უკვე დიდხანს გაგრძელდა, მალე დასრულდება და ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოსთან მიმართებით სწორ პოზიციას დააფიქსირებს“, – განაცხადა კირცხალიამ.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor