
ღია კარის დღე გრუნიში !
1-ელ ნოემბერს, გრუნიში, საბაკალავრო პროგრამების ღია კარის დღეა !
ამ დღის დადგომას წელსაც მოუთმენლად ველით, რადგანაც გვაქვს შესაძლებლობა, შეგხვდეთ და პირადად გაგაცნოთ :
უნივერსიტეტის სასწავლო გარემო
პროფესორ-მასწავლებლები და ადმინისტრაციული პერსონალი
შენთვის საინტერესო პროფესიების თავისებურებები და შესწავლის მეთოდები
გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის შესაძლებლობები
სტუდენტური აქტივობები
მოინიშნე ეს დღე, გვესტუმრე და შეიტყვე მეტი იმ პროფესიის შესახებ, რომელიც ყველაზე მეტად გაინტერესებს
მონაწილეობისთვის საჭიროა, შეავსო სარეგისტრაციო ფორმა : https://forms.gle/Ko4Q5X2a9Y4XQncA8
ღონისძიების ჩატარების დრო: 1-ელი ნოემბერი, 14:00-დან 17:00 საათამდე
მისამართი: თბილისი, ირინა ენუქიძის #3 ( აღმაშენებლის ხეივანი მე-13 კმ )
,,GEO NEWS”





