• October

    26

    2025
  • 56
  • 0
მამუკა მდინარაძემ სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის უფროსს, ანდრანიკ სიმონიანს უმასპინძლა

მამუკა მდინარაძემ სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის უფროსს, ანდრანიკ სიმონიანს უმასპინძლა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, მამუკა მდინარაძემ სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის უფროსს, ანდრანიკ სიმონიანს უმასპინძლა, რომელიც თბილისში ვიზიტით იმყოფებოდა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და სომხეთს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობები. მხარეებმა იმსჯელეს პარტნიორული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების პერსპექტივებზე, ასევე რეგიონში არსებულ გამოწვევებსა და უსაფრთხოების კუთხით თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობებზე. აღინიშნა ორმხრივი კოორდინაციისა და ინფორმაციის გაცვლის მნიშვნელობა. მამუკა მდინარაძემ ისაუბრა საქართველოს პოზიტიურ როლზე კავკასიაში მშვიდობის უზრუნველყოფისა და განმტკიცების საქმეში.

მამუკა მდინარაძემ ანდრანიკ სიმონიანს საქართველოში სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა და ვიზიტის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

სუს-ში გამართულ შეხვედრას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილეები, სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის წარმომადგენელი დაესწრნენ.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor