
- By Keti Khomeriki
- In სამართალი
შსს-ს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის სამეთაურო-საშტაბო სწავლებ ETERNITY 2025-ში მიიღეს მონაწილეობა
შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მონაწილეობა მიიღეს აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის სამეთაურო-საშტაბო სწავლებაში ETERNITY 2025, რომელიც თურქეთის რესპუბლიკაში, ყარსში ჩატარდა.
სწავლებაში როგორც კომპიუტერულ, ასევე საველე კომპონენენტებში ჩართული იყვნენ დეპარტამენტის სწრაფი რეაგირების სამმართველოს მოსამსახურეები.
ETERNITY 2025 სწავლების სცენარი სამშვიდობო ოპერაციებს ემყარებოდა, რომელიც კრიზისული სიტუაციის დროს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის უსაფრთხოების დაცვას და ასევე აზერბაიჯანულ, თურქულ და ქართულ ქვედანაყოფებსა და უწყებათაშორის ურთიერთთავსებადობის დახვეწას ითვალისწინებს. სწავლება წარმატებით ჩატარდა და დადებითად შეფასდა მონაწილე მხარეების მიერ.
აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის სამმხრივი სამეთაურო-საშტაბო სწავლება სამივე ქვეყანაში რიგ-რიგობით, როტაციის პრინციპით, ყოველწლიურად ტარდება.





