• November

    4

    2025
  • 25
  • 0
რევაზ სოხაძე – საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ჩინეთთან აქტიური ურთიერთობა, მათ შორის, ინფრასტრუქტურული კუთხით

რევაზ სოხაძე – საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ჩინეთთან აქტიური ურთიერთობა, მათ შორის, ინფრასტრუქტურული კუთხით

საქართველოში ინფრასტრუქტურულ პროექტებში აქტიურად არიან ჩინური კომპანიები ჩართულები და ვიმედოვნებთ, რომ ეს თანამშრომლობა ორმხრივად კიდევ უფრო გაღრმავდება. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ჩინეთში ვიზიტიც სწორედ ამას ემსახურება, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად გაღრმავებას, – ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ ჩინეთში პრემიერ-მინისტრის ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ჩინეთთან აქტიური ურთიერთობა, მათ შორის, ინფრასტრუქტურული კუთხით.

„მონაწილეობას ვიღებთ მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს გამოფენაში, ეს არის იმპორტის საერთაშორისო გამოფენა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ზოგადად, ორ სახელმწიფოს შორის აქტიური ურთიერთობა, მათ შორის, ინფრასტრუქტურული კუთხით. იცით, რომ საქართველოში ინფრასტრუქტურულ პროექტებში აქტიურად არიან ჩინური კომპანიები ჩართულები და ვიმედოვნებთ, რომ ეს თანამშრომლობა ორმხრივად კიდევ უფრო გაღრმავდება. ეს ვიზიტი სწორედ ამას ემსახურება – ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად გაღრმავებას“, – განაცხადა რევაზ სოხაძემ.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor