• November

    25

    2025
  • 110
  • 0
თენგიზ შარმანაშვილი – ნატო-ში გაწევრიანებაზე განაცხადი ქაღალდით კი არ გვაქვს გაკეთებული, სისხლით დაწერილი განაცხადი გვაქვს და ამას თუ არ გაითვალისწინებენ, ძალიან უსამართლო საქციელი იქნება

თენგიზ შარმანაშვილი – ნატო-ში გაწევრიანებაზე განაცხადი ქაღალდით კი არ გვაქვს გაკეთებული, სისხლით დაწერილი განაცხადი გვაქვს და ამას თუ არ გაითვალისწინებენ, ძალიან უსამართლო საქციელი იქნება

მარკ რუტეს განცხადებას ვუპასუხებდი, რომ ნატო-ში გაწევრიანებაზე განაცხადი კი არ გვაქვს გაკეთებული, სისხლით დაწერილი განაცხადი გვაქვს და ამას თუ არ გაითვალისწინებენ, ძალიან უსამართლო საქციელი იქნება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.

შარმანაშვილის თქმით, „ჩვენი საქმიანობის შედეგად მათი ძალისხმევა კი არ ჩაიყარა წყალში, მათ ძალისხმევას ნატო-ს ხელმძღვანელობა ყრის წყალში“.

„საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების განაცხადი ქაღალდით, ფაქსის ან SMS-ის გაგზავნით კი არ აქვს გაკეთებული, სისხლით გვაქვს გაკეთებული. ნატო-ს ოპერაციებში მონაწილე ქვეყნების უმეტესობას შტაბიდან ცხვირი არ გამოუყვია და ფორმალურად მონაწილეობდნენ ავღანეთსა და სხვა ცხელ წერტილებში, მაშინ, როდესაც ასობით ქართველი ჯარისკაცი დასახიჩრდა და საკმაოდ დიდი მსხვერპლი გვაქვს. საკმაოდ დიდი კონტინგენტი გვყავდა. ისინი შტაბში არ ისხდნენ, წინა ხაზზე იყვნენ თავის ამერიკელ და გერმანელ პარტნიოტებთან ერთად. მარკ რუტეს განცხადებას ვუპასუხებდი, რომ განაცხადი კი არ გვაქვს გაკეთებული, სისხლით დაწერილი განაცხადი გვაქვს გაკეთებული და ამას თუ არ გაითვალისწინებენ, ძალიან უსამართლო საქციელი იქნება. ჩვენი საქმიანობის შედეგად მათი ძალისხმევა კი არ ჩაიყარა წყალში, მათ ძალისხმევას ნატო-ს ხელმძღვანელობა ყრის წყალში. უმადურია, დიახ. არასამართლიანად რომ გვექცევიან, ახალია თქვენთვის?“, – განაცხადა შარმანაშვილმა.

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ საქართველოს საკითხზე საუბრისას განაცხადა, რომ „ევროატლანტიკურ სივრცეში ნებისმიერ ქვეყანას, რომელიც ასევე შეიძლება, გახდეს ნატო-ს წევრი, შეუძლია, სურვილი გამოთქვას და შემდეგ არსებობს პროცესი“

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor