• December

    14

    2025
  • 163
  • 0
ექსკლუზივი – გიორგი წურწუმია : ,,საქართველოს პრაგმატულ და სამშვიდობო პოლიტიკას აფხაზებთან ალტერნატივა არ აქვს” !

ექსკლუზივი – გიორგი წურწუმია : ,,საქართველოს პრაგმატულ და სამშვიდობო პოლიტიკას აფხაზებთან ალტერნატივა არ აქვს” !

ექსკლუზივი – გიორგი წურწუმია : ,,აფხაზეთის საკითხი უნდა გადაწყდეს რუსეთთან მოლაპარაკებით და ამას პოლიტიკური სიმამაცე სჭირდება” !

ინტერვიუს მეორე ნაწილი – პირველი ინტერვიუ იხილეთ ლინკზე :  https://geonews.org.ge/%e1%83%94%e1%83%a5%e1%83%a1%e1%83%99%e1%83%9a%e1%83%a3%e1%83%96%e1%83%98%e1%83%95%e1%83%98-%e1%83%92%e1%83%98%e1%83%9d%e1%83%a0%e1%83%92%e1%83%98-%e1%83%ac%e1%83%a3%e1%83%a0%e1%83%ac%e1%83%a3/

ეპოქის გამოწვევები : იდენტობა, ეკონომიკური უფლებები და გლობალური მიგრაცია !

ბატონ გიორგი წურწუმიასთან, პირველ ინტერვიუში საუბრისას გამოკვეთა აფხაზეთის კონფლიქტის გადაჭრის პრაგმატული გზები, რომლებიც რუსეთთან დიალოგსა და გრძელვადიან, ეროვნულ სტრატეგიაზეა დაფუძნებული.

თუმცა, ბატონი გიორგის, ხედვა მხოლოდ ტერიტორიულ საკითხებს არ მოიცავს, როგორც ექსპერტი და პუბლიცისტი, ის აქტიურად იკვლევს XXI  -ე საუკუნის ფუნდამენტურ გამოწვევებს – სოციალურ უსაფრთხოებას, იდენტობის დაცვას და ეკონომიკურ უფლებებს.

ჩვენი ინტერვიუს მეორე ნაწილი სწორედ ამ თემებს ეთმობა, სადაც ბატონი წურწუმია მკაფიოდ აცხადებს :
ძველი მიდგომები მოძველებულია და ადამიანს უნდა ჰქონდეს ეკონომიკური უსაფრთხოების გარანტია.

მისი სიტყვები ნათლად აჩვენებს, რომ ეროვნული უსაფრთხოება და იდენტობის შენარჩუნება პირდაპირ კავშირშია მოქალაქეების ეკონომიკურ მდგრადობასთან და ცივილიზაციური ტალღების გონივრულ მართვასთან.

-ბატონო გიორგი, თქვენ საუბარში ხაზი გაუსვით იმას, რომ წარსულის ტკივილი არ უნდა იყოს მომავლის ბარიერი. ამ კონტექსტში, მინდა დავიწყოთ იმით, რომ დღევანდელი რეალობა აშკარად შეცვლილია. მოვიდა ის დრო, როდესაც ადამიანს უნდა ჰქონდეს მინიმუმი საბაზო შემოსავალი. სწორედ ამ საკითხს ეძღვნება თქვენი გამოცემული წიგნი, რომელიც მიმართულია XXI-ე საუკუნის გამოწვევების იდენტიფიცირებისა და გასანეიტრალებლად. როგორ ფიქრობთ, რამდენად მოძველებულია XX -ე საუკუნის ეკონომიკური მიდგომები დღევანდელი, პოსტ-ინდუსტრიული მსოფლიოსთვის ?

-დიახ, ეს საკითხი ჩემთვის უმნიშვნელოვანესია და ჩემი ბოლო ნაშრომი სწორედ ამას ეხება. თქვენ აბსოლუტურად მართალი ხართ, XX-ე საუკუნის მიდგომები, რომლებიც დაფუძნებული იყო მასობრივ ინდუსტრიალიზაციასა და სტანდარტულ დასაქმებაზე, აშკარად მოძველებულია.

ჩვენ დღეს ვცხოვრობთ ეპოქაში, სადაც ტექნოლოგიური პროგრესი, ხელოვნური ინტელექტი და ავტომატიზაცია უზარმაზარი ტემპით ცვლის შრომის ბაზარს. ამ პირობებში, მხოლოდ სამუშაოზე დაფუძნებული სოციალური უსაფრთხოების მოდელი ვეღარ უზრუნველყოფს მოქალაქეების მინიმალურ საჭიროებას.

მე მჯერა, რომ ადამიანის, როგორც პიროვნების, განუყოფელი უფლება არ არის მხოლოდ პოლიტიკური ( არჩევნებში მონაწილეობა ) , ან სამოქალაქო ( სიტყვის თავისუფლება ) . არსებობს ეკონომიკურად განუყოფელი უფლება, უფლება მინიმალურ, საბაზისო შემოსავალზე, რომელიც ადამიანს საშუალებას მისცემს იცხოვროს ღირსეულად და განავითაროს საკუთარი თავი. ეს არ არის მხოლოდ სოციალური დახმარება – ეს არის ინვესტიცია ეროვნულ სიმშვიდესა და მდგრად მდგრადობაში. როცა ადამიანს მინიმალური უსაფრთხოება აქვს, ის უკეთ იცავს საკუთარ უფლებებს და, რაც მთავარია, იცავს სხვათა უფლებებსაც. ეს ქმნის სტაბილურ და სამართლიან საზოგადოებას.

-თქვენი ეს ხედვა ლოგიკურად გვაკავშირებს იდენტობისა და სახელმწიფოებრივი მდგრადობის საკითხებთან. თქვენ ახსენეთ, რომ ეკონომიკური უსაფრთხოების გარდა, ადამიანის მთავარი არსი არის იდენტობა. როგორ აისახება გლობალური მიგრაციის დღევანდელი ტალღები სახელმწიფოებრივი ტრადიციების მდგრადობასა და კულტურულ-რელიგიურ იდენტურობაზე ? არის თუ არა, თქვენი აზრით, ადამიანის უფლებები ზოგიერთ შემთხვევაში შემოსაზღვრული ამ გამოწვევების ფონზე ?

-ეს ძალიან მგრძნობიარე და მნიშვნელოვანი საკითხია. გლობალიზაცია, თავისი მასშტაბური მიგრაციული ტალღებით, ნებისმიერი ერისთვის, განსაკუთრებით კი პატარა და უნიკალური კულტურის მქონე ქვეყნისთვის, არის უდიდესი გამოწვევა.

გულწრფელად ვიტყვი : ადამიანის უფლებები არ არის აბსოლუტური ვაკუუმი. არსებობს წერტილი, როდესაც ემიგრაციის დიდი, არარეგულირებული ტალღები უქმნიან საფრთხეს სახელმწიფოს ფუნდამენტურ მდგრადობას, მის კულტურულ-რელიგიურ იდენტურობასა და ტრადიციებს. არ შეიძლება, სახელმწიფომ უგულებელყოს ის ფაქტი, რომ ეროვნული კულტურის შენარჩუნება მისი მოქალაქეების უსაფრთხოების ნაწილია.

ადამიანის მთავარი არსი არის იდენტობა. ეს არის ენა, სარწმუნოება, ტრადიცია, ისტორია – ყველაფერი, რაც მას კონკრეტულ ერს აკუთვნებს. თუ ამას ვერ გავიაზრებთ და მხოლოდ მშრალ იურიდიულ ნორმებს მივყვებით, დროთა განმავლობაში დავკარგავთ ჩვენს სახეს.

აქ მთავარია, რომ სახელმწიფოებრივი სტრუქტურები უნდა იყვნენ ის ორგანოები, ვინც აწარმოებს დიალოგს საერთაშორისო კოლეგებთან.

ჩვენ უნდა შევძლოთ და სწორად ავუხსნათ მათ, რომ მიგრაციული პოლიტიკა უნდა იყოს დაბალანსებული. მან უნდა დაიცვას, როგორც შემოსული ადამიანის უფლებები, ასევე, და უპირველეს ყოვლისა, იმ ქვეყნის იდენტობა და კულტურა, რომელიც ამ ადამიანებს მასპინძლობს. იდენტობის ვერ გააზრება არის მთავარი შეცდომა გლობალურ პოლიტიკაში.

-დავუბრუნდეთ აფხაზეთის საკითხს ამ გლობალური კონტექსტიდან გამომდინარე. თქვენი ხედვა, რომ კონფლიქტის გრძელვადიანი გადაწყვეტა მოითხოვს რუსეთთან დიალოგს და 30-წლიან სტრატეგიას, ბევრისთვის რთულად მისაღები პოზიციაა. როგორ უნდა მოხდეს ისეთი კონსენსუსის მიღწევა ქართულ პოლიტიკურ სპექტრში, რომ ამგვარი სტრატეგია გახდეს ეროვნული და არა პარტიული პოლიტიკის ნაწილი ?

-პოლიტიკური სიმამაცე სწორედ ის არის, ვისაუბროთ იმაზე, რაზეც ჩვენ არ გვაქვს კონსენსუსი.

ჩვენ გვჭირდება პოლიტიკური არისტოკრატია, რომელიც შეძლებს ემოციურ ლოზუნგებზე მაღლა დადგომას და გრძელვადიან, სახელმწიფოებრივ ინტერესებზე ფიქრს.

სტრატეგიის საფუძველი უნდა იყოს, არა რომელიმე პარტიის დღის წესრიგი, არამედ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტი, რომელსაც ექნება კანონის ძალა და რომლის გადახედვაც მოხდება მხოლოდ 5-10 წლიანი ინტერვალით, ფართო საზოგადოებრივი და ექსპერტული კონსულტაციების საფუძველზე.

ამ სტრატეგიის ერთ-ერთი ქვაკუთხედი კი უნდა გახდეს რუსეთთან პრაგმატული დიალოგის ფორმატი.

ჩვენ არ უნდა გვეშინოდეს სიტყვა ,,რუსეთის”.

დიალოგი ნიშნავს, რომ ჩვენ გვაქვს ინტერესი, რომლის დაცვაც გვინდა. ამ ინტერესის დაცვის გარეშე კი, აფხაზეთში სტატუს-კვო დარჩება.

აფხაზური მხარე კი, ჩვენი ძმები, უნდა გახდნენ ამ პროცესის აქტიური მონაწილეები.

ჩვენ მათთან უნდა გვქონდეს პრეცედენტი ახალი მოლაპარაკების, სადაც დავანახებთ მთელ მსოფლიოს, რომ შეგვიძლია ერთმანეთში პრობლემების გადაწყვეტა. ეს არის ჩვენი, როგორც კავკასიური ცივილიზაციის ნაწილის, მოვალეობა : დავძლიოთ წარსულის უთანხმოება და შევქმნათ მომავალი, სადაც იდენტობა იქნება დაცული, ეკონომიკური უსაფრთხოება გარანტირებული და ტერიტორიული ერთიანობა აღდგენილი. ეს არის ხიდი წარსულსა და მომავალს შორის.

შეჯამება :

გიორგი წურწუმიას ხედვა – როგორც ხიდი წარსულსა და მომავალს შორის !

ბატონ გიორგი წურწუმიას, ინტერვიუს მეორე ნაწილი კიდევ უფრო აღრმავებს მის პრაგმატულ ფილოსოფიას. ის არა მხოლოდ აფხაზეთის კონფლიქტის რეალურ გეოპოლიტიკურ გადაწყვეტაზე საუბრობს ( რუსეთთან დიალოგი და 30-წლიანი ეროვნული სტრატეგია ) , არამედ აკავშირებს ეროვნულ უსაფრთხოებას XXI -ე საუკუნის გლობალურ გამოწვევებთან.

მისი მთავარი გზავნილებია :

ეკონომიკური განუყოფელი უფლება – ადამიანს უნდა ჰქონდეს საბაზისო შემოსავლის მინიმუმი ( უნივერსალური საბაზისო შემოსავლის იდეა ) , რადგან XX-ე საუკუნის დასაქმების მოდელები მოძველებულია.

ეს არის ინვესტიცია ეროვნულ სიმშვიდეში.

იდენტობის პრიორიტეტი – სახელმწიფომ უნდა დაიცვას თავისი კულტურულ-რელიგიური იდენტობა.

ადამიანის უფლებები არ არის აბსოლუტური და შეიძლება შეიზღუდოს, თუ ემიგრაციის ტალღა საფრთხეს უქმნის სახელმწიფოებრივი ტრადიციების მდგრადობას. იდენტობის გააზრება არის ადამიანის მთავარი არსი.

პოლიტიკური სიმამაცე – აფხაზეთის საკითხი მოითხოვს არა ემოციურ ლოზუნგებს, არამედ პრაგმატულ დიალოგს რუსეთთან და უშუალო, ახალი ფორმატის მოლაპარაკებას აფხაზ ძმებთან, რათა დავანახოთ მსოფლიოს, რომ შეგვიძლია შიდა პრობლემების გადაჭრა.

ბატონი გიორგი წურწუმიას, პოზიცია არის მოწოდება ქართული პოლიტიკური ელიტისადმი – დადგნენ ემოციებზე მაღლა და მიიღონ გადაწყვეტილებები, რომლებიც უზრუნველყოფს ქვეყნის გრძელვადიან და ეროვნულ ინტერესებს.

( გაგრძელება იქნება )

ირაკლი კერესელიძე

,,GEO NEWS”

 

Эксклюзив – Георгий Цурцумия: «Абхазский вопрос должен быть решен путем переговоров с Россией, а это требует политической смелости»

Часть II

Прагматичная и миролюбивая политика Грузии в отношении Абхазии не имеет альтернативы
Вызовы эпохи: идентичность, экономические права и глобальная миграция

В первой части беседы с Георгием Цурцумией были намечены прагматичные пути разрешения абхазского конфликта, основанные на диалоге с Россией и долгосрочной национальной стратегии.
Однако видение г-на Георгия включает не только территориальные вопросы; как эксперт и публицист, он активно исследует фундаментальные вызовы XXI века – социальное обеспечение, защита идентичности и экономических прав.

Вторая часть нашего интервью посвящена именно этим темам, где Цурцумия четко заявляет:
«Старые подходы устарели, и людям необходима гарантия экономической безопасности».

Его слова ясно показывают, что национальная безопасность и сохранение идентичности напрямую связаны с экономической устойчивостью граждан и разумным управлением цивилизационными процессами.

– Господин Георгий , в нашей беседе вы подчеркнули, что боль прошлого не должна быть препятствием для будущего. В этом контексте я хотел бы начать с того, что сегодняшняя реальность явно изменилась. Настало время, когда у человека должен быть минимальный базовый доход. Именно этому вопросу посвящена ваша опубликованная книга, направленная на выявление и нейтрализацию вызовов XXI века. Насколько, по вашему мнению, устарели экономические подходы XX века для современного постиндустриального мира?

– Да, этот вопрос имеет для меня первостепенное значение, и моя последняя работа посвящена именно этому. Вы совершенно правы, подходы XX века, основанные на массовой индустриализации и стандартной занятости, явно устарели. Сегодня мы живем в эпоху, когда технологический прогресс, искусственный интеллект и автоматизация меняют рынок труда с невероятной скоростью. В этих условиях модель социального обеспечения, основанная исключительно на труде, больше не может удовлетворять минимальные потребности граждан.

Я считаю, что неотъемлемое право человека как личности – это не только политическое (участие в выборах) или гражданское (свобода слова). Существует и экономически неотъемлемое право – право на минимальный, базовый доход, который позволит человеку жить достойно и развиваться. Это не просто социальная помощь; это инвестиции в национальный мир и устойчивое развитие. Когда человек имеет минимальную защиту, он лучше способен защищать свои права и, что наиболее важно, права других. Это создает стабильное и справедливое общество.

– Ваше видение логически связывает нас с вопросами идентичности и устойчивости государства. Вы упомянули, что помимо экономической безопасности, главной сущностью человека является идентичность. Как нынешние волны глобальной миграции влияют на государственные традиции, устойчивость и культурно-религиозную идентичность? Считаете ли вы, что в некоторых случаях права человека ограничены перед лицом этих вызовов?

– Это очень деликатный и важный вопрос. Глобализация, с её масштабными миграционными волнами, представляет собой огромный вызов для любой нации, особенно для небольшой и уникальной культуры.
Скажу прямо: права человека — это не абсолютный вакуум. Наступает момент, когда крупные, нерегулируемые волны эмиграции представляют угрозу для фундаментальной устойчивости государства, его культурно-религиозной идентичности и традиций. Государство не может игнорировать тот факт, что сохранение национальной культуры является частью безопасности его граждан.

Главная сущность человека – это идентичность. Это язык, вера, традиции, история – всё, что делает его представителем определенной нации. Если мы не поймем этого и будем следовать только сухим правовым нормам, со временем мы потеряем лицо.

Здесь главное, чтобы государственные структуры вели диалог с международными коллегами. Мы должны уметь правильно объяснять им, что миграционная политика должна быть сбалансированной. Она должна защищать как права прибывшего человека, так и, прежде всего, идентичность и культуру страны, принимающей этих людей. Непонимание идентичности — главная ошибка в глобальной политике.

-Давайте вернемся к вопросу об Абхазии в этом глобальном контексте. Ваше видение, согласно которому долгосрочное решение конфликта требует диалога с Россией и 30-летней стратегии, многим трудно принять. Как можно достичь такого консенсуса в грузинском политическом спектре, чтобы такая стратегия стала частью национальной, а не партийной политики ?

– Политическая смелость заключается именно в том, чтобы говорить о том, по чему у нас нет консенсуса. Нам нужна политическая аристократия, которая сможет подняться над эмоциональными лозунгами и думать о долгосрочных, государственных интересах.

Основой стратегии должна быть не повестка дня какой-либо партии, а документ, одобренный Советом национальной безопасности, который будет иметь силу закона и будет пересматриваться только каждые 5-10 лет на основе широких общественных и экспертных консультаций.

Одним из краеугольных камней этой стратегии должен стать формат прагматичного диалога с Россией. Мы не должны бояться слова «Россия». Диалог означает, что у нас есть интересы, которые мы хотим защитить. Без защиты этих интересов статус-кво в Абхазии сохранится.

Абхазская сторона, наши братья, должны стать активными участниками этого процесса. Мы должны создать прецедент для новых переговоров с ними, где мы покажем всему миру, что можем решать проблемы вместе. Наш долг как части кавказской цивилизации: преодолеть разногласия прошлого и создать будущее, где защищена идентичность, гарантирована экономическая безопасность и восстановлено территориальное единство. Это мост между прошлым и будущим.

Видение Георгия Цурцумии – как мост между прошлым и будущим

Вторая часть интервью Георгия Цурцумии углубляет его прагматическую философию. Он говорит не только о реальном геополитическом решении абхазского конфликта (диалог с Россией и 30-летняя национальная стратегия), но и связывает национальную безопасность с глобальными вызовами XXI века. Его основные тезисы :

Неотъемлемое экономическое право: человек должен иметь минимальный базовый доход (идея универсального базового дохода), потому что модели занятости XX века устарели. Это инвестиция в национальный мир.

Приоритет идентичности: государство должно защищать свою культурно-религиозную идентичность. Права человека не являются абсолютными и могут быть ограничены, если волна эмиграции угрожает устойчивости государственных традиций. Понимание идентичности — главная сущность человека.

Политическая смелость: вопрос Абхазии требует не эмоциональных лозунгов, а прагматичного диалога с Россией и прямых переговоров нового формата с абхазскими братьями, чтобы показать миру, что мы можем решать внутренние проблемы.

Позиция г-на Георгия Цурцумии – это призыв к грузинской политической элите: подняться над эмоциями и принимать решения, обеспечивающие долгосрочные национальные интересы страны.

Иракли Кереселидзе

,,GEO NEWS”

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor