• December

    23

    2025
  • 26
  • 0
კახა კალაძე – მივესალმებით კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას, სასიამოვნოა, რომ შესაბამისი უწყებები დგამენ კონკრეტულ ნაბიჯებს

კახა კალაძე – მივესალმებით კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას, სასიამოვნოა, რომ შესაბამისი უწყებები დგამენ კონკრეტულ ნაბიჯებს

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, კორუფცია გამოწვევაა მთელი მსოფლიოსთვის და მის წინააღმდეგ ბრძოლა ძალიან მნიშვნელოვანია.

ამის შესახებ კალაძემ ჟურნალისტებს სუს-ის ყოფილი უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განუცხადა.

„იმაზე მეტს ვერაფერს ვიტყვით, რაც მოვისმინეთ შესაბამისი უწყების მხრიდან. გამოძიება მიმდინარეობს ყველა მიმართულებით. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, მე დამატებით ვერაფერს ვიტყვი. დაველოდოთ გამოძიებას და ყველა კითხვას გაეცემა პასუხი. ზოგადად, მივესალმებით კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას. ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება. ეს მთელ მსოფლიოში გამოწვევაა და რა თქმა უნდა, სასიამოვნოა, რომ შესაბამისი უწყებები დგამენ კონკრეტულ ნაბიჯებს, რათა პრევენცია განხორციელდეს და თუ ვინმეს რაიმე დანაშაული აქვს, შესაბამისი მოქმედებები ჩატარდეს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor