• February

    24

    2026
  • 75
  • 0
თენგიზ შარმანაშვილი – ელჩები იმასაც ამბობენ, რომ საქართველოს საშინაო საქმეებში არ ერევიან, მილიონჯერ დავუდასტურეთ, რომ მათი თანხებით ძალადობასთან დაკავშირებული აქციები ფინანსდებოდა

თენგიზ შარმანაშვილი – ელჩები იმასაც ამბობენ, რომ საქართველოს საშინაო საქმეებში არ ერევიან, მილიონჯერ დავუდასტურეთ, რომ მათი თანხებით ძალადობასთან დაკავშირებული აქციები ფინანსდებოდა

დასავლეთის ქვეყნების ელჩები იმასაც ამბობენ, რომ საქართველოს საშინაო საქმეებში არ ერევიან, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.

თუმცა, მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ მილიონჯერ დაუდასტურა, რომ საქართველოში მათი მთავრობის თანხებით ისეთი აქციები ფინანსდებოდა, რომელიც ძალადობასთან და ხელისუფლების დამხობის მცდელობასთან იყო დაკავშირებული.

„ამას არათუ ირიბად აკეთებდნენ, არამედ გახსოვთ, რუსთაველის გამზირზე, რამდენი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო ჩამოსული და აქციაზე გამოდიოდა? მათი ხელისუფლების წარმომადგებლები ადამიანებს საქართველოში მაიდანიზაციისკენ რომ მოუწოდებდნენ, ახსოვთ? თუ არ ახსოვთ, გადავუწერთ და გავუგზავნით. არ მგონია, მათ ეს მონაცემები თავად არ ჰქონდეთ“, – განაცხადა თენგზის შარმანაშვილმა.

საქართველოში  საფრანგეთის, გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის ელჩებმა ერთობლივი სტატია გამოაქვეყნეს, რომელშიც ნათქვამია: მტკიცება, რომ გერმანიამ, საფრანგეთმა ან დიდმა ბრიტანეთმა მოუწოდეს საქართველოს ამ კონფლიქტში მეორე ფრონტის გახსნისკენ, მცდარია და წარმოადგენს დეზინფორმაციას.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor