• April

    8

    2026
  • 76
  • 0
ირაკლი კობახიძე – გადავხედეთ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის დაღრმავებასთან, ტალღამტეხის მოწყობასთან დაკავშირებულ ხელშეკრულებას და პროექტის ღირებულება 52.5 მლნ დოლარით შემცირდა

ირაკლი კობახიძე – გადავხედეთ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის დაღრმავებასთან, ტალღამტეხის მოწყობასთან დაკავშირებულ ხელშეკრულებას და პროექტის ღირებულება 52.5 მლნ დოლარით შემცირდა

საქართველოს მთავრობა იღებს პასუხისმგებლობას, ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი მაქსიმალურად ხარჯეფექტიანად, მინიმალური საბიუჯეტო დანახარჯებით განხორციელდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, გასული რამდენიმე თვის განმავლობაში განხორციელდა არსებული ხელშეკრულებების ფარგლებში გასაწევი სახელმწიფო ხარჯების ოპტიმიზაცია სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტთან დაკავშირებით.

„გასული რამდენიმე თვის განმავლობაში განხორციელდა არსებული ხელშეკრულებების ფარგლებში გასაწევი სახელმწიფო ხარჯების სერიოზული ოპტიმიზაცია სხვადასხვა მიმართულებით და, სხვა ხელშეკრულებებთან ერთად, ასევე გადავხედეთ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის დაღრმავებასთან და ტალღამტეხის მოწყობასთან დაკავშირებულ ხელშეკრულებას, რომლის პირვანდელი ღირებულება იყო 203.9 მილიონი დოლარი. ასევე, გადავხედეთ ხელშეკრულებას ზედამხედველ კომპანიასთანაც. შედეგად, პროექტის ღირებულება 25 %-ზე მეტით შემცირდა – 52.5 მლნ დოლარით. შედეგად, უახლოეს დღეებში აქტიურად განახლდება სამშენებლო პროცესი ანაკლიაში ბევრად უფრო შემცირებული ხარჯებით. საქართველოს მთავრობა იღებს პასუხისმგებლობას, რომ ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი მაქსიმალურად ხარჯეფექტიანად, მინიმალური საბიუჯეტო დანახარჯებით განხორციელდება. მინდა, მადლობა გადავუხადო ეკონომიკის მინისტრს და მის გუნდს, რომელმაც სახელმწიფო ბიუჯეტს ამ შემთხვევაში 52.5 მლნ დოლარი დაუზოგა“, – აღნიშნა პრემიერმა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor