• April

    20

    2026
  • 81
  • 0
შალვა პაპუაშვილი – ნირწამხდარი „ნაცები“ ცდილობენ, როგორმე საზოგადოებას 26 მაისი ჩააშხამონ, ქართველი ამას ადეკვატურად შეხვდება

შალვა პაპუაშვილი – ნირწამხდარი „ნაცები“ ცდილობენ, როგორმე საზოგადოებას 26 მაისი ჩააშხამონ, ქართველი ამას ადეკვატურად შეხვდება

ვხედავთ სააკაშვილი-ბოკერია-გვარამიას ალიანსს და მათი მეორე დონის ეშალონს ვაშაძისა და სხვების სახით. მათგან ყოველ ჯერზე არეულობის, სისხლისღვრის დაანონსებას შეჩვეული ვართ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, „ნირწამხდარი „ნაცები“ ცდილობენ, როგორმე საზოგადოებას 26 მაისი ჩააშხამონ“.

„4 ოქტომბერსაც ასე აანონსებდნენ ხელისუფლების დამხობას. სამწუხაროდ, ევროკავშირმა მხარი დაუჭირა და გვერდით დაუდგა მათ, ვისაც საქართველოში ნეპალის მოწყობა ჰქონდა დაანონსებული. ბრიუსელიდან მხარდაჭერით შეგულიანებულებმა პრეზიდენტის სასახლის შტურმით აღება სცადეს და ქართულ საზოგადოებასთან კიდევ ერთხელ დამარცხდნენ. ნირწამხდარი „ნაცები“ ცდილობენ, როგორმე საზოგადოებას 26 მაისი ჩააშხამონ. ვხედავთ, სააკაშვილ-ბოკერია-გვარამიას რეინკარნირებული კრიმინალური რეჟიმის ალიანსი როგორ ცდილობს, ქვეყანა ისევ დააზიანოს. ვფიქრობ, ქართველი ადეკვატურად შეხვდება. რა თქმა უნდა, რამდენიმე „აკაცუკი“ იქნება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor