• April

    21

    2026
  • 98
  • 0
სუს-ის ხელმძღვანელის თანამდებობას გეკა გელაძე დაიკავებს

სუს-ის ხელმძღვანელის თანამდებობას გეკა გელაძე დაიკავებს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე მამუკა მდინარაძეს გეკა გელაძე შეცვლის.

ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი. განცხადება პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გააკეთა.

მისივე თქმით, გეკა გელაძის კანდიდატურა პარლამენტს დასამტკიცებლად უახლოეს სასესიო კვირაში წარედგინება.

„გვინდა, ვთხოვოთ საქართველოს პარლამენტს, მომავალ სასესიო კვირაში აირჩიოს ბატონი გეკა გელაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე. მინდა, ხაზი გავუსვა შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ მიღწევებს ამ თვეების განმავლობაში. განსაკუთრებით ეს შეეხება ორგანიზებული დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლას, ნარკოტიკული დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლას, ბევრ სხვა მიმართულებას. აქაც ხაზი მინდა გავუსვა იმ სისტემურ რეფორმებსა და ცვლილებებს, რომელიც განხორციელდა შსს-ში. ამისთვის მინდა, გეკა გელაძეს გადავუხადო მადლობა და ვუსურვო წარმატებები ახალ პოზიციაზე“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

მამუკა მდინარაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს 2025 წლის 3 სექტემბრიდან ხელმძღვანელობდა. გეკა გელაძეს კი, შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობა 2025 წლის 28 მაისიდან ეკავა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor