• May

    12

    2026
  • 72
  • 0
მამუკა მდინარაძე – რეზოლუციას მაშინ აქვს ფასი, როდესაც არის რეალურ ფაქტებზე დაყრდნობით, იმდენად ერთი თვალის გადავლებით იქმნება რეზოლუციები, რომ მერე ფასი თავისთავად ეკარგება

მამუკა მდინარაძე – რეზოლუციას მაშინ აქვს ფასი, როდესაც არის რეალურ ფაქტებზე დაყრდნობით, იმდენად ერთი თვალის გადავლებით იქმნება რეზოლუციები, რომ მერე ფასი თავისთავად ეკარგება

რეზოლუციას მაშინ აქვს ფასი, როდესაც არის რეალურ ფაქტებზე დაყრდნობით, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს სვეტიცხოველში განუცხადა, სადაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის შიო III-ის ინტრონიზაციას დაესწრო.

მამუკა მდინარაძემ უპასუხა შეკითხვას, რომელიც საფრანგეთის ასამბლეის მიერ დამტკიცებულ რეზოლუციას ეხებოდა.

„რომ გიპასუხოთ, ამას ჩალის ფასი აქვსთქო,  ვიღაცები საკრიტიკოდ გახდიან. არა და 10 რეზოლუცია ვნახეთ, კიდევ უფრო მაღალი დონის ტრიბუნიდან და ტრიბუნასთან შექმნილი და ეს რეზოლუციები როგორ გაუფასურდა, იცით. აქედან გამომდინარე, რეზოლუციას მაშინ აქვს ფასი, როდესაც არის რეალურ ფაქტებზე დაყრდნობით. როდესაც რეზოლუციებში საქართველოს დასახელებაც კი, როგორც სახელმწიფოსიც კი არ არის ხოლმე სწორად, ჩვენთან ამას ეძახიან – მიაფუჩეჩეს, იმდენად ასე ერთი ხელის დარტყმით, ხელის მოწერით, ერთი თვალის გადავლებით იქმნება რეზოლუციები, რომ მერე ფასი თავისთავად ეკარგება. იმდენად არასერიოზული და იმდენად არასამართლიანი არგუმენტები დგას ხოლმე საფუძვლად რეზოლუციების უკან, რომ თავადვე აუფასურებს ის არგუმენტაცია და ის „ფაქტები”, რომლებიც მოტანილია რეზოლუციებში. ჩვენ კი არ ვამბობთ, რომ გაუფასურდა, უბრალოდ აუფასურებენ „ფაქტები”, რომლებიც მოტანილია ამ რეზოლუციებში მათ საფუძვლად“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor