• June

    3

    2026
  • 21
  • 0
ირაკლი კობახიძე – ეკონომიკის განვითარების კორპორაციის მუშაობით, კომპლექსურად იქნება ხელშეწყობილი საინვესტიციო პოლიტიკის წარმატებით წარმოება ჩვენს ქვეყანაში

ირაკლი კობახიძე – ეკონომიკის განვითარების კორპორაციის მუშაობით, კომპლექსურად იქნება ხელშეწყობილი საინვესტიციო პოლიტიკის წარმატებით წარმოება ჩვენს ქვეყანაში

ეკონომიკის განვითარების კორპორაციის მუშაობა იქნება ბევრად კომპლექსური, გაერთიანდა რამდენიმე სტრუქტურა, დაემატება ახალი მომსახურებები, ახალი მიმართულებები, კომპლექსურად იქნება ხელშეწყობილი ამ კორპორაციის მუშაობით საინვესტიციო პოლიტიკის წარმატებით წარმოება ჩვენს ქვეყანაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, ეკონომიკის განვითარების კორპორაციისთვის ფინანსური რესურსები სხვადასხვა წყაროდან იქნება მოძიებული.

„გარკვეული ნაწილი იქნება საბიუჯეტო რესურსების, თუმცა იქნება სხვა წყაროებიც, საინვესტიციო წყაროებიც. მთლიანობაში, ბევრად უფრო კომპლექსური იქნება იმ კორპორაციის მუშაობა, რომელიც ახლა შეიქმნა. გაერთიანდა რამდენიმე სტრუქტურა, მათ შორის „აწარმოე საქართველოში“, მათ შორის ყოფილი ფონდი. დაემატება ახალი მომსახურებები, ახალი მიმართულებები, შესაბამისად, კომპლექსურად იქნება ხელშეწყობილი ამ კორპორაციის მუშაობით საინვესტიციო პოლიტიკის წარმატებით წარმოება ჩვენს ქვეყანაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor