• June

    29

    2026
  • 31
  • 0
ცოტნე ივანიშვილი – პარლამენტში მომხდარი ფაქტი ძალიან ცუდი იყო ქვეყნის იმიჯისთვის, რაც მიჩენს კითხვას, რა მიზანი ჰქონდა პროვოკაციას, ფაქტი ფაქტად რჩება, პროვოკაცია მოდიოდა გახარიას პარტიის წევრებიდან

ცოტნე ივანიშვილი – პარლამენტში მომხდარი ფაქტი ძალიან ცუდი იყო ქვეყნის იმიჯისთვის, რაც მიჩენს კითხვას, რა მიზანი ჰქონდა პროვოკაციას, ფაქტი ფაქტად რჩება, პროვოკაცია მოდიოდა გახარიას პარტიის წევრებიდან

ეს ყველაფერი არის ძალიან ცუდი პირველ რიგში, ჩვენი ქვეყნის იმიჯისთვის. ნებისმიერ ადამიანს, ვისაც საქართველო უყვარს, გული დასწყდებოდა. მათ შორის მეც ძალიან გული დამწყდა და ცუდი სანახავი იყო ეს ყველაფერი, – ამის შესახებ ცოტნე ივანიშვილმა 26 ივნისს პარლამენტში დეპუტატებს შორის მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისი თქმით, ეს ყველაფერი უჩენს კითხვას, რა მიზანი ჰქონდა ოპოზიციური პარტიის წევრებისგან პროვოკაციას. ცოტნე ივანიშვილი ამბობს, რომ ფაქტია, პროვოკაცია გიორგი გახარიას პარტიის წევრებიდან მოდიოდა.

„ჩემი აზრით, ცხადია, ეს ყველაფერი არის ძალიან ცუდი, პირველ რიგში, ჩვენი ქვეყნის იმიჯისთვის, ზოგადად საქართველოსთვის. ნებისმიერ ადამიანს, ვისაც საქართველო უყვარს, ეწყინებოდა მომხდარი ფაქტები, გული დასწყდებოდა. მათ შორის მეც ძალიან გული დამწყდა და ცუდი სანახავი იყო ეს ყველაფერი, ძალიან არასასიამოვნო იყო და ძალიან ცუდი იყო ქვეყნის იმიჯისთვის, რაც მე პირადად სხვა შეკითხვას მიჩენს იმასთან დაკავშირებით, რა მიზანი ჰქონდა ოპოზიციური პარტიის წევრებისგან ამ პროვოკაციას. რას ემსახურებოდა ეს პროვოკაცია, რაში სჭირდებოდათ ვერბალური და ფიზიკური ძალადობის დაწყება. პროვოკაცია იყო ვერბალურიც და ფიზიკურიც მათი მხრიდან. ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ? ფაქტი ფაქტად რჩება, რომ პროვოკაცია მოდიოდა გიორგი გახარიას პარტიის წევრებიდან. თუ ნახეთ კადრები, ნახავდით, რომ საკმაოდ მძიმე შეურაცხყოფები იყო გამოყენებული. კადრებშიც გამოჩნდა არაერთი შეურაცხყოფა და ნათლად გამოჩნდა.

როგორც უკვე ვთქვი, ძალიან უშნო საყურებელი იყო ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხარო იყო და ძალიან ცუდია ეს ყველაფერი საქართველოსთვის. სხვათა შორის, თუ გადახედავთ, ძალიან ბევრ წამყვან ევროპულ ქვეყანაშიც, იაპონიაშიც, კორეაშიც და ასე შემდეგ, საკმაოდ ხშირია ასეთი სტილის კონფლიქტები პარლამენტში, რაც აგრეთვე არის ძალიან უშნო. როგორც უკვე გითხარით, ბევრ მოწინავე ქვეყანაში ძალიან ხშირია, რომ მსგავსი ტიპის კონფლიქტი მოხდეს. არ ვიძახი, რომ ეს ჩვეულებრივი ამბავია, ძალიან სამწუხაროა, ძალიან ცუდი ფაქტებია“, – განაცხადა ცოტნე ივანიშვილმა.

ცოტნე ივანიშვილმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ პარლამენტში ძალადობა მტკივნეული ფაქტია, თუმცა, სამწუხაროდ, მსგავსი შემთხვევები ბევრ ქვეყანაში ხდება.

„როგორც უკვე გითხარით, ძალიან ცუდი ფაქტებია, რა თქმა უნდა, ძალადობა რომ მოხდა, ძალიან სამწუხარო, მტკივნეულია ნებისმიერი ქართველისთვის. რამდენჯერმე ვთქვი, რომ ძალიან ბევრ ქვეყანაში ხდება მსგავსი რამ. ამას არ მოჰყვება გამოძიება. იმ ქვეყნებში არ მოჰყვება ამას გამოძიება. ცოტა სასაცილოა ამდენად ყურადღების გამახვილება გამოძიებასთან დაკავშირებით, იმ ფონზე, რომ, როგორც გითხარით, სამწუხაროდ, ასეთი რაღაცები ძალიან ხშირია. როდის ვთქვი, რომ ჩვეულებრივი ამბავია? მე ვთქვი, რომ ეს ყველაფერი არის ძალიან ცუდი, ძალიან სამწუხარო, ძალიან ცუდი დასანახი“, – აღნიშნა ცოტნე ივანიშვილმა.

რაც შეეხება შეკითხვას, „როგორი იყო ბიძინა ივანიშვილის პოზიცია პარლამენტში მომხდართან დაკავშირებით?“, – ცოტნე ივანიშვილმა უპასუხა: „შეუძლებელია, აქ ათასნაირი განსხვავებული აზრი ჰქონდეს ადამიანს. როგორც უკვე გითხარით, ჩემი აზრით, ნებისმიერი ქართველისთვის ეს ყველაფერი იყო ძალიან არასასიამოვნო, ძალიან სამწუხარო და ცუდი იყო ქვეყნის იმიჯისთვის, ისევე როგორც მამაჩემისთვის. მისი რეაქცია თუ გაინტერესებთ, ნებისმიერი ქართველის რეაქციას უტოლდება ამ კუთხით, ჩემი  გადმოსახედიდან. მეც დაგისვით რამდენჯერმე შეკითხვა, თქვენი აზრით, რას ემსახურებოდა, რა ინტერესი იყო მეორე მხარეს, როდესაც ისინი პროვოკაციას ეწეოდნენ. ერთად არ გვინახავს ეს კადრები, როგორც გითხარით, როგორც ნებისმიერი ქართველისთვის, ისევე მისთვის, ეს ყველაფერი იყო სამწუხარო დასანახი. რა თქმა უნდა, პირადად თვითონაც აუცილებლად დაინტერესდებოდა, რას ემსახურებოდა ეს პროვოკაცია. როგორც უკვე ვთქვი, ვერბალური და ფიზიკური ძალადობაც დაიწყეს გიორგი გახარიას პარტიის წევრებმა. ფაქტები ძალიან არასასიამოვნო საყურებელი იყო, მაგრამ ძალიან მძიმე შეურაცხყოფები მოისმინეს „ქართული ოცნების“ გუნდის წარმომადგენლებმა, მათაც აქვთ თავისი ღირსება“.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor